უგემრიელესი ნამცხვარი თევზის კონსერვით

829

ჩამოსასხმელი ნამცხვრის მომზადება ნამდვილად უმარტივესი რამაა. თქვენ არ გიწევთ ცომთან წვაება და დროის კარგვა. უბრალოდ ჩაასხამთ ფორმაში და გამოაცხობთ.

ამ კერძის მოსამზადებლად ნებისმიერი კონსერვი გამოდგება.

ინგრედიენტები

  • რძე 250მლ
  • კვერცხი 5ცალი
  • ხორბლის ფქვილი 9 სუფრის კოვზი
  • სოდა 0,5 ჩაის კვზი
  • ორაგულის კონსერვი 240გ
  • ბრინჯი 75გ
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ გულსართი. მოხარშეთ და დააქუცმაცეთ 2 კვერცხი. მოხარშეთ ბრინჯი და გარეცხეთმ ხოლო კონსერვი დაჭყლიტეთ. ყველა ინგრედიენტი ერთად გადაურიეთ და მოაყარეთ მარილი.

2.ახლა კი ცომის მზადებას შევუდგეთ. ამისათვის კვერცხს დაუმატეთ რძე და მარილი.

3.მოაყარეთ გაცრილი ფქვილი სოდასთან ერთად და მოზილეთ ცომი.

4.ფორმას წაუსვით ცხიმი, ჩაასხით ცომი. ზემოდან თანაბრად გადაანაწილეთ გულსართი და მოაყარეთ მწვანილი. გამოაცხეთ 190 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!