უგემრიელესი ვაშლის რულეტი

1839

ვაშლი უკვე დამწიფდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა გამოვაცხოთ საოცარი დესერტები. თუ თქვენ თავი მოგაბეზრათ სტანდარტულმა ნამცხვრებმა და კლასიკურმა კექსებმა მაშინ ამ რულეტის რეცეპტი აუცილებლად მოგეწონებათ.

ნაზი და წვნიანი ბისკვიტი შიგთავსთან ერთად ცხვება, ხოლო მისი მომზადების პროცესი იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერი გაუმკლავდება. ეს რულეტი ძალიან უხდება ჩაის და ყავას.

ინგრედიენტები

  • ვაშლი -1კგ
  • ფქვილი-150გ
  • გამაფხვიერებელი-1 ჩაის კოვზი
  • ფორთოხლის ცედრა-1 ჩაის კოვზი
  • დარიჩინი-გემოვნებით
  • შაქარი-190გ
  • კკვერცხი-4 ცალი
  • ვანილი-10გ
  • სახამებელი-1 სუფრის კოვზი

მომზადება

1.ვაშლი გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად, შემდეგ დააბლენდერეთ და გაწურეთ. დაამატეთ 2-3 სუფრის კოვზი შაქარი და სახამებელი. კარგად მოურიეთ.

2.თქვიფეთ კვერცხი მის ამოფუვებამდე, თანდათან დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და შაქრის ფხვნილი.

3.ფქვილი აურიეთ გამაფხვიერებელს და დაუმატეთ კვერცხის მასას ( სამ ეტაპად დაუმატეთ). ურიეთ ყოველთვის ერთი მიმართულებით. დაუმატეთ ცედრა და დარიჩინი.

4.სილიკონით დაფარულ საცხობ პერგამენტზე დაასხით ვაშლის პიურე, ზემოდან კი მოასხით ცომი.

5.ღუმელი გაახუერთ 180 გრადუსზე  და გამოაცხვეთ 10-15 წუთის განმავლობაში. მაზა ბისკვიტს დააფარეთ საცხობი პერგამენტი და გადმოაბრუნეთ.

6.მოხსენით ქაღალდი და დაახვით რულეტი მჭიდროდ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კუთხეებს. დაელოდეთ გაგრილებას და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

ვაშლის რულეტს შეგიძლიათ მოასხათ ცხელი შოკოლადი ან გააფორმოთ მუხლუხოს მსგავსად, ასე ის გახდება უფრო სადღესასწაულო და ბანვშვები მას მიირთმევენ გაორმაგებული სიამოვნებით.