უგემრიელესი დესერტი ცხობის გარეშე

591

მანანის ბურღულის ნამცხვრის მოსამზადებლად მე მიკროტალღურ ღუმელს ვიყენებ. ეს რეცეპტი, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა!

ინგრედიენტები

  • კეფირი 200მლ
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 100გ
  • შაქარი 170-180გ
  • მანანის ბურღული 160გ
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • მარილი
  • ვანილი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 120-130გ

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ კეფირი, გამღვალი კარაქი, შაქარი, მარილი, ვანილი და კვერცხი.

2.დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, კაკაო, მანანის ბურღული, მოზილეთ ცომი.

3.ჩაასხით ფომრაში.

4.მოათავსეთ მიკროტალღურში, გამოაცხეთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!