უგემრიელესი დაბალკალორიული სუფლე

1246

უნაზესი სუფლე “ჩიტის რძე” ვანილის არომატით და შოკოლადის მინანქრით. ისეთი დესერტი, რომელსაც ცხობა არ სჭირდება უნივერსალურია.

ინგრედიენტები

  • 100გ ცილა (3 კვერცხისგან)
  • 100გ კარაქი
  • 60გ წყალი
  • 175გ შაქარი
  • 100გ შექელებული რძე
  • 1/3 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა
  • 5გ ვანილი
  • 18გ ჟელეტინი (+100გ წყალი)
  • 100გ შავი შოკოლადი
  • 10გ მცენარეული ზეთი მინანქრისთვის

მომზადება

1.ჟელატინს დაასხით წყალი და დაელოდეთ მის ამოფუებას. დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით.

2.კარაქს ნელ-ნელა დაუმატეთ შესქელებული რძე, გააგრძელეთ თქვეფა. კარაქი და შექელებული რძე უნდა იყოს ერთი ტემპერატურის.

3.სიროფის მოსამზადებლად სქელ ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და ვანილი, დაასხით წყალი. ადუღეთ და დაუმატეთ ლიმონის მჟავა. მოხარშეთ სიროფი საშუალო ცეცხლზე 5 წუთი.

4.ცალკე ჯამში ათქვიფეთ ცილა და მარილი. მზა სიროფი დაუმატეთ ათქვეფილ ცილას, განაგრძეთ თქვეფა მაღალ სიჩქარეზე.

5.ამოფუებული ჟელატინი გაალღვეთ ცეცხლზე ან მიკროტალღურ ღუმელში. ჟელატინის მასა ფრთხილად დაუმატეთ ცილის მასას. ნელ-ნელა დაუმატეთ კრემიც. დაბალ სიჩქარეზე ათქვიფეთ.

6.ჩაასხით სუფლე ფორმაში და დააფარეთ ქაღალდი. შეინახეთ მაცივარში საყინულეში.

7.მინანქრის მოსამზადებლად წყლის აბაზანაზე გაალღვეთ შოკოლადი ზეთთან ერთად. გააგრილეთ მინანქარი და მოასხით სუფლეს. შეინახეთ მაცივარში 2 საათი.

8.დაჭერით სუფლე დანით და დატკბით საოცარი დესერტით.

გემრიელად მიირთვით!