ტორტ-სუფლე “ჩიტის რძე”. მისი მზადების სიმარტივე გაგაოცებთ

1865

ჩიტის რძე – ერთერთი საუკეთესო დესერტია, მაგრამ ნამდვილი ჩიტის რძის დაგემოვნება ამ რეცეპტის საშუალებით მოგეცემათ.

მაღაზიებში ნაყიდი ეს დესერტი მის სახელს მართლაც, რომ არცხვენს.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 3 კვერცხი
  • 125გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 125გ შაქარი
  • 8 სუფრის კოვზი კაკაო

სუფლე

  • 5 ცილა
  • 300გ შაქრის ფხვნილი
  • 10გ ჟელატინი
  • 100გ წყალი

მინანქარი

  • 150გ შავი შოკოლადი
  • 100გ კარაქი

მომზადება

  1. შაქარს დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. გამოაცხვეთ 180-200 გრადუსზე 20 წუთი. გააგრილეთ.
  2. ჟელატინი ჩაალბეთ წყალში 10 წუთი. გააცხელეთ გალრვობამდე და დაელოდეთ მის გაგრილებას.
  3. ათქვიფეთ ცილა აქაფებამდე. გააგრძელეთ თქვეფა და დაუმატეთ შაქარის ფხვნილი. ათქვიფეთ, თქვენ უნდა მიიღოთ სქელი კრემი. შემდეგ, თქვეფასთან ერთად დაუმატეთ ამოფუებული ჟელატინი.
  4. კორჟი გაყავით 2 ნაწილად. კორჟი მოათავსეთ შესაბამის ფორმაში, დანამეთ ნაღების კონიაკით და მოასხით სუფლე.
  5. ქვაბში მოათავსეთ კარაქი და შოკოლადი. გაალღვეთ და გააგრილეთ.
  6. მოასხით ტორტს მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!