ტორტი ხრაშუნა ფირფიტებით ფქვილის გარეშე

74

მე არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს ტკბილეული არ უყვარს.

ფქვილის გარეშე მომზადებული უგემრიელესი დესერტი ნამდვილად დაამშვენებს სადღესასწაულო მაგიდას. ეფექტური ვიზუალი და ხრაშუნა ფირფიტები ქმნის ხელოვნების ნიმუშს.

აუცილებლად სცადეთ მომზადება!

ინგრედიენტები

  • კვერცხის ცილა 6 ცალი
  • შაქარი 390გ
  • ნიგოზი 300გ
  • ნუში 150გ
  • რძე 200მლ
  • ნაღები 170გ
  • კვერცხის გული 6 ცალი
  • სიმინდის სახამებელი 25გ
  • კარაქი 250გ
  • თეთრი შოკოლადი 170გ
  • შავი შოკოლადი 30გ
  • შაქრის ფხვნილი 2 სუფრის კოვზი

ომზადება

1.გააცხელეთ ოთახის ტემპერატურის ნაღები. ათქვიფეთ ამოფუებამდე, არ შეწყვიტოთ თქვეფა, დაუმატეთ 240 შაქარი.

დააქუცმაცეთ ნიგოზი და ნუშთან ერთად დაუმატეთ ნაღების მასას.

2.ცომისგან მოამზადეთ 4 ფიეფიტა. ზემოდან მოაყარეთ შაქრის ფქვნილი, დაელოდეთ 10 წუთი და შემდეგ ისევ გაიმეორეთ. გამოაცხეთ 160 გრადუსზე 25 წუთი.

3.რძე და 150მლ ნაღები წამოდაუღეთ, დაუმატეთ კვერცხის გული, სახამებელი და 150გ შაქარი. მასა მოათავსეთ ცეცხლზე და დაბალ ცეცხლზე შეასქელეთ.

4.ათქვიფეთ კარაქუ, ნელ-ნელა დაუმატეთ მოხარშული კრემი.მოაყარეთ 60გ ნიგოზი.

5.თითოეულ ფირფიტას წაუსვით კრემი და შეინახეთ ტორტი მაცივარში.

6.გაალღვეთ თეთრი შოკოლადი ნაღებთან ერთად და მოასხით ტორტს. შოკოლადი წაუსვით სპირალისებურად და ობობის ქსელის ეფექტი შექმენით ხის წკირით. მოაყარეთ დარჩენილი ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!