ტორტი შესქელებული რძით და არაჟნით

1635

ამ ტორტის რეცეპტი გამოადგება ყველა დიასახლისს! ჩემს ბავშვობაში მას ერქვა “ყოველთვის იღბლიანი”. და მართლაც, რომ ის ყოველთვის გამოდიოდა და იყო ყველასათვის ფავორიტი. ეს დესერტი არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი და რაც მთავარია საჭიროებს მინიმალურ დროს.

ამ დესერტისათვის დაგჭირდებათ უმარტივესი ინგრედიენტები. კრემი მზადდება შესქელებული რძით. ამ ტორტის დაგემოვნებისას გიჩნდებათ გრძნობა, რომ მის შექმნა რაღაც მაგიური ძალებით მოხდა. ძალიან უხდება ფინჯან ყავასა და ჩაის.

ტორტი შესქელებული რძით და არჟნით

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ საოცარი ტორტის “ყოველთვის იღბლიანი” რეცეპტს. რომელზეც ვერავინ იტყვის უარს.

ცომის ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 200გ არაჟანი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 400გ შესქელებული რძე
  • მწიკვი მარილი

კრემის ინგრედიენტები

  • 200გ კარაქი
  • 200გ შესქელებული რძე

 

მომზადება

1.ღრმა ჯამსი ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი მათ აქაფებამდე. დაუმატეთ არაჟანი და შესქელებული რძე. კარგად მოურიეთ. გაცრილ ფქვილს დაუმატეთ კაკაო და საცხობი სოდა. ისევ კარგად მოურიეთ.

2.კარგად მოურიეთ და მოზილეთ ცომი. ის უნდა გამოგვიდეთ საკმაოდ სქელი. ცომი გაყავით ორ ნაწილად.

3.გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ კარაქით, შემდეგ მოაყარეთ მანანის ბურღული ან ორცხობილა, რათა ცომი არ მიიკრას. ფორმაში ჩაასხით ნახევარი ცომი. ფირფიტები გამოაცხვეთ რიგრიგობით 180 გრადუზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-30 წუთის განმავლობაში.

4.კრემის მოსამზადებლად ღრმა ჯამში ათქვიფეთ შესქელებული რძე და დარბილებული კარაქი. შესქელებული რძე შეგიძლიათ აადუღოთ წინასწარ, ეს არის თვენს გემოვნებაზე დამოკიდებული.

5.გამომცხვარ ფირფიტებს წაუსვით შესქელებული რძე და კარაქი. ტორტს შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ გახეხილი შოკოლადი, თხილი, ნიგოზი და ხილი. ტორტი მაცივარში მოათავსეთ 2-3 საათით.

6.სუ ეს იყო ტორტი “ყოველთვის იღბლიანი” მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ამ ტორტს ვაცხობ ნებისმიერი დღესასწაულისთვის და არა მარტო. ბოლო დროს დავიწყე მისი ასე მომზადება: ცომს ვასხამ დიდ ფორმაში, შემდეგ ვჭრი პატარა ნაჭრებად და გამოდის ულამაზესი ნამცხვრები. ეს რეცეპტი გავუზიარე ყველა მეგობარ და ისინიც საოცრად კმაყოფილები არიან. იმედი მაქვს თქვენც ძალიან მოგეწონებათ ეს რეცეპტი.