ტორტი „ფლამინგო“. რა არის მისი სინაზის საიდუმლო

37

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო და გემრიელი ტორტის რეცეპტს. ნაზი ვარდისფერი შეფერილობა და ლიმონის არომატი პატარა პრინცესებს გაახარებთ. ტორტს „ფლამინგოს“ უწოდებენ, რადგან მსუბუქი, ჰაეროვანი, ლამაზი და ფლამინგოსავით ვარდისფერია.

ცომის ინგრედიენტები:

  • 300 გ ფქვილი
  • 12 გ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • 80 გ შაქრის ფხვნილი
  • 100 მლ რძე
  • 50 გ კარაქი
  • 1 კვერცხის გული
  • ლიმონის არომატიზატორი

კრემის ინგრედიენტები:

  • 600 მლ რძე
  • 80 გ ვანილის პუდინგი
  • 10 გ სიმინდის სახამებელი
  • 130 გ შაქარი
  • 20 გ ვანილი
  • 20 გ კარაქი
  • ლიმონის ცედრა
  • ნახევარი ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

1. რძეს კვერცხის გული და ლიმონის არომატიზატორი დაუმატეთ და აურიეთ. ფქვილი გაცერით და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. მშრალ ინგრედიენტებს კარაქი დაუმატეთ და ისე დააქუცმაცეთ, რომ წვრილი ნაფშვენი მიიღოთ.

2. მშრალი ინგრედიენტები და რძის ნარევი აურიეთ. შაქრის ფხვნილიც დაუმატეთ და ცომის მოზელა დაიწყეთ. ცომი ელასტიური და რბილი უნდა გამოვიდეს. პარკში გაახვიეთ და მაცივარში 40 წუთით შეინახეთ.

3. მშრალი პუდინგი, შაქარი, ვანილი და სახამებელი აურიეთ. საშუალო ცეცხლზე დადგით, რძე თანდათან დაუმატეთ და მუდმივად აურიეთ. გასქელების შემდეგ გამორთეთ. კრემის გაგრილებას დაელოდეთ.

4. რბილი კარაქი მიქსერით ათქვიფეთ, ცედრა და ლიმონის წვენი დაუმატეთ. მიღებული ნარევი კრემის მასას ნაწილ–ნაწილ დაუმატეთ. ათქვიფეთ. წვეთი საღებავი დაუმატეთ, რომ კრემი ვარდისფრად შეიღებოს.

5. ცომი 3 ნაწილად გაყავით და ფორმის ზომამდე გააბრტყელეთ. 180 გრადუსზე 7 წუთით აცხვეთ. ბისკვიტს და კრემს გაცივება აცადეთ. ამის შემდეგ თქვენი გემოვნებით ააწყვეთ.

სურვილის შემთხვევაში, ტორტის გემო და არომატი შეცვალეთ. მაგალითად, ლიმონის ნაცვლად ჟოლო, მარწყვი, ბანანი ან ვაშლი გამოიყენეთ. ბავშვების სადღესასწაულო სუფრას უხდება. ტკბილეული პატარებს მოეწონებათ.