ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ტორტი “მონასტრის ქოხი” დაამშვენებს თქვენს მაგიდას!
მოვამზადოთ სადღესასწაულო ტორტი ალუბლის შიგთავსით და უგემრიელესი კრემით.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 1 ჭიქა
- არაჟანი 1 ჭიქა
- გააქტიურებული სოდა 1,5 ჩაის კოვზი
- ფქვილი 2,5 – 3 ჭიქა
- თაფლი 3 სუფრს კოვზი
- ალუბალი ან ალუბლის ჯემი 200გ
კრემისთვის
- არაჟანი 250გ
- შედედებული რძე 1 ქილა
- გახეხილი შავი შოკოლადი 20გ
მომზადება
- კვერცხიი აღქვიფეთ შაქართან, არაჟანთან და თაფლთან ერთად.
- ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და სოდა. მოზილეთ ცომი.
- ცომი გაყავით 6 ნაწილად და მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.
- თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ ოთხკუთხედად. ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი.
- კარგად დააფიქსირეთ კუთხეები.
- მოათავსეთ გამოსაცხობ ფრომაზე.
- გამოაცხეთ 180 გარდუსზე 20 წუთი.
- არაჟანი ათქვიფეთ შედედებულ რძესთან ერთად. წაუსვით კრემი და ააწყეთ დესერტი.
- წაუსვით დარჩენილი კრემი და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.
- მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამე.
გემრიელად მიირთვით!