ტორტი “ვულკანი” მართლაც რომ შთამბეჭდავი დესერტია. მზადდება მარტივად, აოცებს ყველას

1207

ტორტი “ვულკანი” ნამდვილად შთამბეჭდავი დესერტია, თანაც არა მხოლოდ თავისი ვიზუალის, არამედ გემოვნური თვისებების გამოც კი. გაგიკვირდებათ, ის ყოველგვარი კარაქის, რძისა და კვერცხის გარეშე მზადდება, მიუხედავად ამისა, იმდენად გემრიელი გამოდის, შედეგი მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს.

აუცილებლად ჩაინიშნეთ მარტივი რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ და თავად ცადეთ “ვულკანის” გამოცხობა საკუთარი ხელით. თუ ინსტრუქციას ზუსტად დაიცავთ, პირობას გაძლევთ, ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოგივათ.

როდესაც ჩემმა შვილებმა პირველად ეს დესერტი იხილეს, მათ აღტაცებასა და გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, რაც ჩემი მთავარი მიზანი იყო. ვიმედოვნებ, რომ ეს რეცეპტი თქვენთვისაც გამოსადეგარი აღმოჩნდება.

თქვენ დაგჭირდებათ საცხობი ფორმა 22 სანტიმეტრიანი დიამეტრით. ტორტის შიგთავსისთვის გამოგადგებათ ნებისმიერი წვენი. ჩვენს დღევანდელ რეცეპტში რამდენიმე წვენის კომბინაციას ვიყენებთ, რათა გემო კიდევ უფრო მკვეთრი და შთამბეჭდავი იყოს. რაც შეეხება შაქრის რაოდენობას, ის წვენის სიტკბოდან გამომდინარე უნდა დავარეგულიროთ.

ტორტი “ვულკანი”

ინგრედიენტები:

  • 400 მლ ალუბლის წვენი
  • 120 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 600 მლ ფორთოხლის წვენი
  • 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა
  • 200 გრამი შაქარი
  • 1 მწიკვი მარილი
  • 500-520 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 65 გრამი სიმინდის სახამებელი
  • ალუბლის ჯემი სურვილისამებრ
  • ქოქოსის ფხვნილი სურვილისამებრ

ინსტრუქცია:

1. ღრმა ჭურჭელში ჩაასხით ფორთოხლის წვენი, ჩაამატეთ 50 გრამი შაქარი და სიმინდის სახამებელი. დადგით ჭურჭელი დაბალ ცეცხლზე და ურიეთ მუდმივად. დატოვეთ იქამდე, სანამ მასა არ გაბლანტდება და პირველი ბუშტუკები არ გაჩნდება, რის შემდეგაც ჩვენი პუდინგი უნდა გადმოდგათ ცეცხლიდან და დაუყონებლივ გადააკრათ სტრეჩი (საკვების პლიონკა), რათა ზედაპირზე ქერქი არ წარმოიქმნას.

2. პარალელურად შეუდექით კრემის მომზადებას. ღრმა ჭურჭელში შეურიეთ დარჩენილი შაქარი, მარილი, ალუბლის წვენი და მზესუმზირის ზეთი. კარგად გაცრილი ფქვილი ჩაამატეთ ამ მასაში ნელ-ნელა, ეტაპობრივად. სულ ბოლოს ჩვენს ნარევში ვამატებთ საჭმელ სოდას და ვურევთ ყველა ინგრედიენტის სრულ გახსნამდე, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3. საცხობი ფორმის ფსკერზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ჩაასხით ჩვენი ცომი. ზუსტად ცენტრში გაუკეთეტ მას შესაბამისი ზომის ჩაღრმავება და ჩაასხით ჩვენი პუდინგი, რომელიც წინასწარ მოვამზადეთ. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით დესერტი გამოსაცხობად 45-50 წუთით.

4. გააცივეთ ის ოთახის ტემპერატურამდე საცხობ ფორმაშივე და მხოლოდ ამის შემდეგ შედგით მაცივარში და დატოვეთ დაახლოებით 6 საათით. გემრიელად მიირთვით!

ტორტი “ვულკანი” მართლაც რომ ორიგინალური, ძალიან გემრიელი და არომატული დესერტია. თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს სოციალურ ქსელში. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!