ტომ -იამი – აზიასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პოპულარული ქათმის წვნიანი

2291

ტომ-იამი – გამჭვირვალე და ცხარე წვნიანი. თავდაპირველად მას ტაილანდსა და ლაოსში ამზადებდნენ, დღეს კი მთელ სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია პოპულარული.

თამარინდი – პარკოსანი მცენარე გავრცელებულია ტროპიკულ აზიაში. მის მომჟავო რბილობს იყენებენ მედიცინასა და კულინარიაში.

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. ვეგეტ. ზეთი
  • 2 ს.კ. ტაილანდური წითელი კარის პასტა
  • 6 ჭ ქათმის ბულიონი
  • 1 ლიმონის სორგო
  • 6 კაფირ-ლაიმის ფოთოლი
  • 7,5 სმ. კოჭას ნაჭერი
  • 2 ჭ ქოქოსის კაკლის რძე
  • 2 ფილე ქათმის თეთრი ხორცი
  • 500 მლ თამარინდის რბილობი
  • 60 მლ ლიმონის წვენი
  • 3 ს.კ. პალმის შაქარი ან ყავისფერი შაქარი
  • 2 ს.კ. ტაილანდური თევზის საწებელი
  • 250 გ ქამა სოკო
  • 1 წიწაკა ჩილი
  • ქინძი
  • ხრაშუნა ხახვი

მომზადების წესი:

  1. ზეთი ქვაბში საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ. დაუმატეთ კარის პასტა და 30 წმ შუშეთ. დაასხით ბულიონი და დაუმატეთ დაჭრილი ლიმონის სორგო, კაფირ-ლაიმის ფოთლები და გასუფთავებული, სიგრძეზე დაჭრილი კოჭა. აადუღეთ. დაასხით ქოქოსის რძე, დაუმატეთ ქათმის თეთრი ხორცი, თამარინდის რბილობი, ლიმონის წვენი და მსხვილად დაახეხეთ პალმის შაქარი. ურიეთ, ვიდრე შაქარი გაიხსნება. დაუმატეთ სოკო და 1 წთ -ის შემდეგ გადმოდგით.
  2. ჩამჩით გაანაწილეთ ფიალებში, მორთეთ თხლად დაჭრილი ჩილით, ქინძის ფოთლებითა და ხრაშუნა ხახვით. სუფრაზე ცხელივე მიიტანეთ.