ტკბილი ჭარხალი – სიახლე კულინარიაში” ხარშავ, ფცქვნი და ამატებ შაქარს

1712

ბოსტნეულისგან მურაბის მომზადება სიახლე არ არის. ნაცადი ინგრედიენტებისა და რა თქმა უნდა შაქრის დამატებით, ბადრიჯნისგან, სტაფილოსგან, მწვანე პომიდვრისგან და ხახვისგან შესანიშნავი დესერტი გამოდის. მაგრამ ჭარხლის მურაბა ყველასგან განსხვავდება ფერით, ტექსტურით, გემოთი.

ჭარხლის მურაბას შესანიშნავ არომატს სძენს ნიგოზი და შავი შოკოლადი. მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას და დატკბით უჩვეულო, ორიგინალური და გემრიელი დესერტით!

ინგრედიენტები

  • 1 კგ ჭარხალი
  • 400 გრ შაქარი
  • 100 გრ შავი შოკოლადი
  • 50 მლ წყალი
  • 80 გრ ნიგოზი
  • 30 გრ პიტნა

მომზადება 

1. გამოაცხვეთ ან მოხარშეთ ჭარხალი. გაფცქვენით და გახეხეთ.

2. დაუმატეთ შაქარი და წყალი, ნელ ცეცხლზე დადგით და წამოადუღეთ. ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში, ურიეთ პერიოდულად.

3. დაჭერით ნიგოზი და პიტნა, დაუმატეთ მურაბაში და ხარშეთ შესქელებამდე.

4. დაუმატეთ დაჭრილი შოკოლადი, მოურიეთ და კიდევ 2 წთ ხარშეთ.

5. მოხუფეთ მურაბა სტერილურ ქილებში.

ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, დატკბით ახალი და საინტერესო გემოებით და შეუხამეთ ერთი შეხედვით შეუხამებელი პროდუქტები!. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!