ტირამისუს კიდევ ერთი უგემრიელესი რეცეპტი-ნამცხვარი განსაკუთრებული დღეებისთვის

2122

ყველამ იცის ცნობილი იტალიური დესერტი ტირამისუ, გასტრონომიას რედაქცია უგემრიელესი ნამცხვრის საუკეთესო რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები:

  • 75 გ ფქვილი
  • 1/2 ჭიქა კარტოფილის ან სიმინდის სახამებელი
  • 6 კვერცხის ცილა და გული (განცალკევებული)
  • 200 გ +30 გ შაქრის პუდრი
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 1 ჩ.კ. ახალგამოწურული ლიმონის წვენი

მასკარპონეს კრემი 

  • 300 მლ ნაღები
  • 5 ს.კ. შაქრის პუდრა
  • 300 გ ყველი მასკარპონე (დარბილებული)
  • 1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 90 მლ მაგარი ყავა (მოდუღებული)
  • 90 მლ ყავის ლიქიორი

გაფორმება

  • 75 გ უშაქრო კაკაოს ფხვნილი
  • 100  გ შავი შოკოლადის ხვეულები

მომზადების წესი: 

  1. ღუმელი 180 გრადუსზე გაახურეთ. ტორტის საცხობ ფორმას (23 სმ) კარაქი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ.
  2. ფქვილი და სახამებელი გაცერით.
  3. კვერცხის გული, 200 გ შაქრის პუდრი და ვანილი საშუალო სიჩქარეზე თქვიფეთ გათეთრებამდე და გასქელებამდე.
  4. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა გამკვრივებამდე. თანდათან დაამატეთ შაქრის პუდრი და ლიმონის წვენი, თქვიფეთ გამკვრივებამდე.
  5. კვერცხის ცილის მეოთხედი ფრთხილად შეურიეთ კვერცხის გულის ნარევს. ფქვილისა და კვერცხის ნარევი ერთმანეთში კარგად აურიეთ. ფრთხილად ჩაამატეთ დარჩენილი ცილი მიქსტურა.
  6. მიღებული მასა წინასწარ გამზადებულ ფორმებში გადაანაწილეთ.
  7. თითოეული აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.
  8. 10 წუთი ფორმაშივე გააჩერეთ, შემდეგ ცხაურზე ამოაპირქვავეთ და ქაღალდი ფრთხილად მოაშორეთ, ასე დატოვეთ ბოლომდე გასაცივებლად.
  9. მასკარპონეს კრემი. ნაღები და შაქრის პუდრი ათქვიფეთ გამკვრივებამდე. დაამატეთ ყველი მასკარპონე და ვანილის ექსტრაქტი. ისევ ათქვიფეთ.
  10. ყავა და ყავის ლიქიორი პატარა ჯამში ჩაასხით. ბისკვიტის ერთი ფირფიტა თეფშზე დადეთ და ფუნჯით ყავის მიქსტურის ერთი მესამედი მოუსვით, შემდეგ კრემი მასკარპონეე ერთი მესამედი გადაუსვით. დარჩენილი ორი ბისკვიტიც იმავენაირად შეაერთეთ.
  11. გაფორმება: ზედაპირზე კაკაო მოაყარეთ. გააფორმეთ შოკოლადის ანაფხეკებით.
  12. მირთმევამდე 4 საათით ან მთელი ღამით მაცივარში მოათავსეთ.