ტაფაზე შემწვარი ხორციანი ღვეზელი. მომზადების მარტივი რეცეპტი

64

დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ტაფაზე შემწვარი ხორციანი ღვეზელის რეცეპტს. სახლში ძალიან მარტივად მზადდება. ცხიმიანი და ძალიან გემრიელი გამოდის. ხორციან შიგთავსად ღვიძლი დაგჭირდებათ.

რეცეპტში მითითებული პროპორციები დაიცავით, რომ იდეალურად გემრიელი ღვეზელი გამოვიდეს. სამზარეულოს სასწორი არ დაგჭირდებათ.

ცომის ინგრედიენტები:

  • 0,5 ლ თბილი წყალი
  • 2 კვერცხის გული
  • 1 ს/კ მშრალი საფუარი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 0,5 ს/კ მარილი
  • 250 მლ რძე
  • 0,5 კგ ფქვილი (მაქსიმუმ 1 კგ–მდე)

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 1 კგ ღვიძლი
  • 1–2 ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. საფუარი, 1 ჩ/კ შაქარი და რძე აურიეთ. პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას 15-20 წუთით გააჩერეთ. ამ დროში საფუარი მოცულობაში გაიზრდება.

2. თბილი რძე, საფუარის ნარევი, 2 კვერცხის გული, მარილი და შაქარი ღრმა თასში ჩაყარეთ და აურიეთ. შემდეგ თანდათან ფქვილი დაუმატეთ და მოზილეთ. სულ ბოლოს ზეთი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ. მითითებულზე მეტი ფქვილი არ დაუმატოთ.

3. თასს ზეთი კარგად წაუსვით, ცომი ჩადეთ, პირსახოცი დააფარეთ და გააჩერეთ. 40 წუთში ჩაზილეთ და 1 საათით გააჩერეთ.

4. ცომი თანაბარ ნაჭრებად დაყავით, პირსახოცი დააფარეთ და 10 წუთით გააჩერეთ. შიგთავსისთვის ღვიძლი დაჭერით, მომზადებამდე მოხარშეთ. ქაფი აუცილებლად მოაშორეთ. მოხარშული ღვიძლი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ან წვრილად დაჭერით. ღვიძლს დაჭრილი ხახვი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ და აურიეთ.

5. ცომის ნაჭრები გააბრტყელეთ, შიგთავსი დაუმატეთ, შეკარით და ტაფაზე ზეთში ორივე მხრიდან ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. შემწვარი ღვეზელი თეფშზე ან თასში გადაიტანეთ. გემრიელად მიირთვით.

გირჩევთ, რომ ხორციანი ღვეზელის მომზადება სცადოთ. ოჯახი ღირსეულად დააფასებს.