სხვებისაგან გამოიჩეული, მაგრამ მაინც იტალიური პიცა “პარიგინა”

1440

პიცა პარიგინა სულაც არ არის თვითნასწავლი კულინარების შემოქმედების ნაწილი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. მართალია ეს პიცა სხვა სახეობებისგან განსხვავდება მომზადების სტილით და ფორმით, მაგრამ რეცეპტი მაინც იტალიური აქვს. უფრო მეტიც, ეს კერძი ნეაპოლის ერთგვარი გასტრონომიული სავიზიტო ბარათია.

ესეიგი, ჩვენ გვაქვს საფუარიანი კორჟი და ტიპიური იტალიური შიგთავსი პომიდორი, ლორი და ყველი. ამ პიცას უცნაურს ხდის ზემოდან გადაკრული ხრაშუნა ფენოვანი ცომი. მის ქვეშ არსებული ინგრედიენტები გამოცხობის შემდეგ ხდებიან საოცრად წვნიანი.

ნეოპოლიტანელები ამ პიცისათვის იყენებენ ყველ პროვოლონეს. მისი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ნებისმიერი სახეობის ყველი.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • წყალი 240მლ
  • საფუარი 8გ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი 4 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • ბექოონდარა გემოვნებით
  • პომიდორი საკუთარ წვენში 350გ
  • ლორი 200გ
  • ყველი 250გ
  • ფენოვანი ცომი 400გ
  • კვერცხის გული 1 ცალი

მომზადება

1.საფუარს დაუმატეთ ცოტაოდენი თბილი წყალი შაქრით. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და ზეთი. ცომს დაუმატეთ დარჩენილი თბილი წყალი. მოზილეთ ცომი, ჯამს გადააფარეთ პაკეტი და დატოვეთ ერთი საათით. ამოფუებული ცომი ჩაზილეთ და დატოვეთ კიდევ 30 წუთით.

2.ცომი გააბრტყელეთ გამოსაცხობი ფორმის ზომაზე. მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ ზედაპირზე და გააჩერთ 30 წუთი.

3.კონსერვირებული პომიდვრიდან გადაღვარეთ სითხე, ნაყოფი დაჭყლიტეთ ჩანგლით, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი და ბექონდარა, მოურიეთ. კორჟს წაუსვით სოუსი. ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი ყველი და ლორი.

4.ფენოვანი ცომი გაალღვეთ, გაჭერით გამოსაცხობი ფორმის ზომაზე. დააფარეთ შიგთავსს. პიცის ზედაპირი დაჩხვლიტეთ ჩანგით და წაუსვით კვერცხის გული.

5.პიცა გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, თავდაპირველად ღუმელის ზემოთა თაროზე გააჩერეთ 20 წუთი, ხოლო შემდეგი 15 წუთი შუა თაროზე.

რჩევა. პიცის ღუმელიდან ამოღების შემდეგ, დატოვეთ ბამბის პირსახოცის ქვეშ 10 წუთის განმავლობაში. ამის წყალობით შიგტავსი მეტად სტაბილიზირდება და გემოებიც მეტად იხსნება. გემრიელად მიირთვით!