სწრაფი და გემრიელი ორცხობილა : გამოცდილი საოჯახო რეცეპტი

1957

ძალიან რბილი და გემრიელი ორცხობილა, რომელიც პირში დნება.

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 5-10 წუთი.

ამ ორცხობილის რეცეპტს საგულდაგულოდ ვინახავ.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 260გ
  • არაჟანი 20% 130გ
  • კარაქი 100გ
  • შაქარი 50გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი მოსაყრელად
  • ვანილი სურვილისამებრ

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ დარბილებული კარაქი.

2.მოაყარეთ შაქარი და დაუმატეთ არაჟანი.

3.მიქსერით ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.

4.მიღებულ მასას დაუმატეთ გაცრილი ფქბილი, გამაოფვიერებელი და ვანილი.

5.დაიწყეთ ცომის მოზელვა.

6.მზა ცომი გააბრტყელეთ 5მმ სისქის ფირფიტად.

7.პიცის საჭრელის მეშვეობით გაყავით 5სმ ოთხკუთხედებად.

8.თითოეული კვადრადი ერთი მხრიდან ჩააწეთ შაქარში, ოდნავ დააწექით ხელით, რათა შაქარი კარგად მიეკროს.

9.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მასზე მოათავსეთ ცომი.

10.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!