სტატია კარგ დიასახლისებზე და მათ სამზარეულოს ჭურჭელზე

898

როგორ უნდა ავარჩიოთ ტაფა

ამ საუკუნეში, ჩვენს რაციონში გამეფებულია სწრაფი კვება. ახალგაზრდა ოჯახებში სამზარეულოში ვერ იპოვით ვერანაერ ჭურჭელს, რაც სადილის მოსამზადებლად არის საჭირო. ახალგაზრდა დიასახლისები სახლში არ ამზადებენ კერძებს, რაც ძალიან ცუდია.

სახლში მომზადებული უფრო სასარგებლო და რაც მთავარი აუფრო გემრიელია!

თუ ჯანმრთელად კვებავ შენს ორგანიზმს, სიბერეში ეს აუცილებლად დაგიფასდება. შენი ორგანიზმი ასაკთან ერთად დაბერებას შეწყვეტს და დიდხანს დარჩები ახალგაზრდა.

ტაფა სამზარეულოში მთავარი ნივთია. მას ჩვენ ყველაზე ხშირად ვიყენებთ.

 

ტაფის ტიპები

1.უნივერსალური

ეს არის ტაფის კლასიკური ვარიანტი, რომელიც ძალიან გამოგადგებათ. მასზე კომფორტულია ბოსტნეული, ხორცის და სოკოს მომზადება. უწვადი ძირის მქონე ტაფა ზალიან დაგიზოგავთ ზეთს.

2.ბლინების

ომლეტებისთვის, ბლინებისთვის და ოლადებისთვის ეს დტაფა მართლაც იდეალურია. მისი უნივერსალურად ქცევა ძალიან გაგიჭირდებათ. ბლინებს ამ ტიპის ტაფაზე მეტად ვერცერთი ვერ მოამზადებს.

3.გრილი

ხორცის მოსამზადებლად ამ ტიპის ტაფა ნამდვილად იდეალურია. ბოსტნეული ხორცთან ერთად ძალიან ნაზად და თანაბრად შეგიძლაით შეწვათ.

4.ვოკი

თუ თქვენ ხშირად თუშავთ ბოსტნეულს, ამზადებთ რიზოტოს და რაგუს, ამ ტიპის ტაფა აუცილებლად გჭირდებათ. ვოკი ღრმა და ძალიან მოსახერხებელი ტაფაა, მასში კერძი შეწვასთან ერთად სასიამოვნოდ ითუშება.

5.მაღალბორტიანი ტაფა

ამ ტაფაზე ძალიან მოსახერხებელი წვნიანების და სოუსების მომზადება, ასევე შეგიძლიათ მოთუშოთ ხორცი და ბოსტნეული. მე მასში კარამელს უპრობლემოდ ვამზადებ.