სპაგეტი ღვინოში მოშუშული ბოსტნეულით

1989

სპაგეტი – იტალიური მაკარონის, ანუ პასტას ნაირსახეობაა, წვრილი გრძელი ძაფები, რომელთა სიგრძე ხანდახან ნახევარ მეტრსაც აღწევს. დღეს სწორედ სპაგეტისგან მოვამზადებთ უგემრიელეს კერძს.

ინგრედიენტები: 

  • 3 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა
  • 400 გ გაფცქვნილი დაკონსერვებული პამიდორი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 3 თავი ხახვი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 0,5 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
  • 1 ს.კ. გამშრალი რეჰანი
  • 100-150 გ კიბორჩხალას ჩხირები
  • 300-400 გ სპაგეტი
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი, წიწაკა

მომზადების წესი:

  1. ხახვი დაჭერით და მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და გააგრძელეთ შუშვა. 5 წუთში დააყარეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა, პომიდორი და ცეცხლს დავუწიოთ. 5 წუთის შემდეგ ბოსტნეულს დაასხით ღვინო, დააყარეთ დაჭრილი კიბორჩხალას ჩხირები და შეანელეთ სანელებლებით. 3-4 წუთში ბოსტნეული მზად იქნება.
  2. სპაგეტი მდუღარე მარილწყალში მოხარშეთ, გადაწურეთ, შეურიეთ ზეითუნის ზეთი და სუფრასთან მიიტანეთ მოშუშულ ბოსტნეულთან ერთად.
  3. მემარხულეებს შეუძლიათ ეს კერძი კიბორჩხალას ჩხირების გარეშე მოამზადონ.