სპაგეტი სიცილიური პესტოთი – ხმელთაშუაზღვისპირეთის არომატით გაჯერებული კერძი

1573

სიცილიური პესტო ქორფა მწვანილითა და კაპარის ნაყოფით მზადდება და ხმელთაშუაზღვისპირეთის არომატებითაა გაჯერებული.

კაპარი – ეკლიანი ბუჩქბალახია. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში. ჩვენში ძირითადად აღმოსავლეთში გვხვდება. მის კოკორს, მკვახე ნაყოფს, ნორჩ ყლორტებს ამწნილებენ. მწიფე ნაყოფს მიირთმევენ.

ინგრედიენტები:

  • 4 წვნიანი პამიდორი
  • 3 ს.კ. დამწნილებული კაპარი
  • 4 ს.კ. ნუში
  • 3 ს.კ. ოხრახუში
  • 3 ს.კ. პიტნა
  • 1 ს.კ. რეჰანი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/2 მწარე წითელი წიწაკა
  • 90 მლ ( 6 ს.კ. ) ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • მარილი, შავი პილპილი
  • 500 გ პამიდორი ჩერი
  • 500 გ სპაგეტი
  • 12 კაპარის ნაყოფი

მომზადების წესი:

  1. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და აადუღეთ, ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ.
  2. სანამ პასტა მოიხარშება, სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ შუაზე გაჭრილი პამიდორი, წყალგავლებული კაპარი, ნუში, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, პიტნა, რეჰანი, 1 კბილი ნიორი და წიწაკა, დაასხით 4 ს.კ. ზეთი და ერთგვაროვან მასად აქციეთ. შეაზავეთ მარილითა და ახალდაფქული პილპილით.
  3. დარჩენილი ნიორი თხლად დაჭერით და საშუალო ცეცხლზე 3-4 წთ პამიდორთან  ერთად მოშუშეთ. პამიდორი ოდნავ უნდა დარბილდეს და წვენიც ოდნავ ამოშრეს.
  4. მომზადებული სპაგეტი პამიდვრიან ტაფაში გადაიტანეთ, დაუმატეთ პესტო. ტაფა მძლავრად შეანჯღრიეთ. კერძი რეჰანის ფოთლებითა და კაპარის ნაყოფით მორთეთ.

სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.