სოკო შამპინიონი ბალზამისებურ სოუსში

2123

სოკო იდეალური გარნირია მწვადებთან. ან უბრალოდ გემრიელი კერძი ვეგეტარიანელებისთვის.

მოსამზადებლად სულ რაღაც 15 წუთი დაგჭირდებათ, სამაგიეროდ, კერძი უგემრიელესი გამოვა.

ინგრედიენტები

  • 2 ს.კ. ბალზამისებური ძმარი
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 2 კბილი ნიორი
  • შავი პილპილი
  • 200 გრ ფირფიტებად დაჭრილი შამპინიონი
  • ახალი მწვანილი

მომზადების წესი 

  1. დიდი ზომის თასში შეურიეთ ერთმანეთს ბალზამისებური ძმარი, სოიოს სოუსი, ნიორი და შავი პილპილი. დაუმატეთ სოკო და გააჩერეთ 20 წუთით.
  2. გააცხელეთ გრილი. წამოაცვით სოკო შამფურზე და “მწვადები” გრილზე მოათავსეთ.
  3. მოამზადეთ 2-3 წუთით თითოეულ მხარეს და სანამ მიირთმევდეთ, მოაყარეთ ახალი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!