სახლში მომზადებული ხრაშუნა ბაგეტი

485

სახლში პურს უკვე დიდი ხანია ვაცხობ. ბავშვებს ძალიან უყვარს სენდვიჩები ბაგეტის პურით, ამიტომაც მოვიძიე რეცეპტი. უმარტივესია, პირველივე ცდაზე გამომივიდა!

მოვძებნე ისეთი რეცეპტი, რომელიც სტანდარტულებისგან განსხვავდება. ამ რეცეპტის მიხედვით ცომი უნდა მოვხარშოთ. მოდით დეტალურად აგიხსნით მომზადების წესებს.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 400გ ხორბლის ფქვილი
  • 200მლ თბილი წყალი
  • 5გ საფუარი
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი გამღვალი კარაქი
  • 1ლ წყალი
  • 1,5 სუფრის კოვზი სოდა

მომზადება

1.ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ შაქარი, საფუარი და 2 სუფრის კოვზი ფქვილი. კარგად მოურიეთ და დაელოდეთ 10 წუთი.

2.დაუმატეთ თბილი კარაქი და მარილი. ნელ-ნელა მაყარეთ ფქვილი და მზილეთ ცომი.

3.ცომი დატოვეთ და დაელოდეთ ამოფუებას 1,5 საათი. ამოფუებული ცმი ჩაზილეთ და დაყავით ნაწილებად.

4.თითეული ნაწილი დაამუშავეთ და მიეცით ძეხვის ფორმა. კუთხეები დააფიქსირეთ, დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ.

5.აადუღეთ 1ლ წყალი და დაუმატეთ სოდა. მოხარშეთ ცომი 1 წუთი.

6.მომავალი ბაგეტი მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და ჩაჭერით ცენტრში.

7.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

თუ ფირობთ, რომ საფუარი ცოტაა მაშინ დაუმატეთ კიდევ 5გ. უმჯობესია პატარა ქვაბში თითო-თითოდ მოხარშოთ ცომი.შეგიძლიათ დაუმატოთ სანელებლები და სასურველი გულსართი.

გემრიელად მიირთვით!