სახლში მომზადებული ფენოვანი დესერტი კეფირზე – საოცარია!

685

ერთი სული მაქვს, ჩვენს ერთგულ მკითხველს ეს საოცარი რეცეპტი გავუზიარო. კეფირზე მომზადებული ფენოვანი დესერტი “ნაპოლეონს” ჯობია! მათი მომზადება არანაერ სირთულეს არ წამოადგენს, რადგან კეფირზე მომზადებულ ცომთან მუშაობა უმარტივესია.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 240გ ფქვილი
  • 125გ კარაქი
  • 125გ კეფირი
  • 5გ გამაფხვიერებელი

შიგთავსისთვის

  • 80გ ფქვილი
  • 100გ შაქარი
  • 70გ კარაქი

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. ღრმა ჯამშ მოათავსეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, აუცილებლად გაცერით.

2.ცივი კარაქი გახეხეთ და დაუმატეთ ფქვილის მასას.

3.მიღებულ მასას დაუმატეთ კეფირი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.

4.მზა ცომი გაახვიეთ პაკეტში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.

5.დროა მოვამზადოთ ტკბილი მოსაფხვნელი მასა. ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი და დაუმატეთ შაქარი.

6.მოაყარეთ გახეხილი კარაქი და კარგად გადაურიეთ. შეინახეთ მაცივარში.

7.ცომი გამოიტენეთ მაცივრიდან, დაჭერით იმდენ ნაწილად, რამდენი ფენის მიღებაც გსურთ. მოსაფხვნელი მასაც დაყავით ნაწილებად.

8.გააბრტყელეთ ცომი და მოაყარეთ ტკბილი მასა, დააფარეთ შემდეგი ფენა.

9.ამ პრინციპიტ ააწყეთ დესერტი და დაჭერით.

10.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.

მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!