სახელდახელოდ მოსამზადებელი ვაშლის პეროგი “ოჯახური”

5102

ვაშლის პეროგი — კლასიკური შემოდგომაზე გამოსაცხობი ნამცხვარია, რადგან სწორედ ამ პერიოდშია ვაშლი ახალი და მწიფე, ყველაზე სასარგებლო და გემრიელი. ასეთი პეროგი ძალიან მოუხდება ჩაის, ჭიქა რძეს ან უბრალოდ სამხარს.

უგემრიელესი ვაშლის პეროგის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 300 გრ. არაჟანი
  • 3 ც. კვერცხი
  • 200 გრ შაქარი
  • 250 გრ. ფქვილი
  • 2 ც. დიდი ვაშლი
  • 100 გრ. ქიშმიში
  • 50 გრ. კარაქი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 შეკვრა ვანილის შაქარი
  • საფანელი

მომზადების წესი:

  1. ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი თეთრი მასის მიღებამდე.
  2. დაუმატეთ არაჟანი და გამდნარი კარაქი, არ დაივიწყოთ ათქვეფა.
  3. დაუმატეთ ვანილი, ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  4. გააცალეთ ვაშლს კანი და დაჭერით ნაჭრებად.
  5. წინასწარ დამბალი ქიშმიში გააშრეთ.
  6. წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი და მოაყარეთ საფანელი.
  7. ჩაასხით ფორმაში  ცომის ნახევარი.
  8. დაალაგეთ ზემოდან ვაშლი და ქიშმიში და შემდეგ ცომის მეორე ნაწილი დაასხით.
  9. გამოაცხვეთ 180ºC ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოდგით და დააყარეთ ფხვიერი მასა.
  10. ფხვიერი მასისთვის: 20 გრ კარაქი და 3-4 სუფრის კოვზი ფქვილი მოათავსეთ ჭურჭელში, მოზილეთ ხელით, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი შაქარი და კვლავ გადაურიეთ. მოაყარეთ პეროგს.
  11. დააბრუნეთ ცომი ღუმელში კიდევ 20 წუთით.