საფუვრიანი ცომის მომზადების ტექნოლოგია

5800

ხაჭაპურის საფუვრიანი ცომი ყველაზე ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ ხაჭაპურის, არამედ სხვა ღვეზელებისა და ცომეულის მოსამზადებლად. მიუხედავად სიმარტივისა ზუსტი დოზირების ცოდნა აქაც საჭიროა.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ფქვილი
  • 3 კვერცხის გული
  • 400 მლ რძე
  • 100 მლ წყალი
  • 100 გ კარაქი
  • 30 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ჩ.კ. მშრალი საფუარი

მომზადების წესი:

  1. ჯამში ჩაასხით თბილი რძე და დაუმატეთ წყალი.
  2. რძისა და წყლის ნარევში ჩაყარეთ საფუარი და კარგად გახსენით.
  3. გაადნეთ კარაქი ოღონდ არ აადუღოთ. რძეში გახსნილ საფუარს დაუმატეთ მარილი და გამდნარი კარაქი.
  4. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული, ცომს შეურიეთ კვერცხის გულები და სათქვეფლით კარგად აურიეთ.
  5. დააყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მოათავსეთ თასში, გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
  6. როცა ცომი აფუვდება, ჩაზილეთ ზეთიანი ხელებით, კვლავ გადააფარეთ ტილო და დადგით ასაფუებლად.
  7. როდესაც ცომი კიდევ ერთხელ აფუვდება, ამოიღეთ თასიდან.
  8. ცომი დაყავით 300-გრამიან გუნდებად.
  9. ჩადეთ სასურველი შიგთავსი, გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ.