საუკეთესო ცომი ჰაეროვანი ფუნთუშის რგოლებისთვის. ნამდვილი ნახევარმთვარეები საყვარელი ჯემით მუდამ თქვენს მაგიდაზე

5534

ამბობენ, რომ პირველი ფუნთუშის რგოლები ჯერ კიდევ 1683 წელს გამოაცხვეს. როდესაც ოსმალოებმა გვიან ღამით ვენის დაპყრობა გადაწყვიტეს, მხოლოდ ერთმა მცხობელმა გაიგონა ხმაური და განგაში ატეხა. მოქალაქეებმა ტუნელები გადაკეტეს და გადაარჩინეს ვენა. როგორი იყო მცხობელის ჯილდო? მას პატივი ერგო, ნახევარმთვარის ფორმის ფუნთუშები გამოეცხო, რაც სიმამაცის სიმბოლო გახლდათ. აი ასე გაჩნდა რძის ცომის ფუნთუშის რგოლების რეცეპტი.

მსგავსი ფუნთუშის რეცეპტი მრავალ ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებით პოპულარულია გერმანიაში, ავსტრიაში, ბულგარეთში, პოლონეთსა და უნგრეთში. ზოგს ფხვიერი ცომი მოსწონს, ზოგს კი ფაფუკი და ჰაეროვანი, ამიტომ, გთავაზობთ რძეში მოზელილი რბილი ცომის რეცეპტს.

 ინგრედიენტები

  • 0,5 კგ ხორბლის ფქვილი
  • 5 ს.კ. შაქარი
  • 20 გრ საფუარი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 75 გრ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 200 მლ რძე
  • 150 გრ გარგრის ჯემი
  • 2 ს.კ. შაქრის პუდრი

მომზადება

1. გააცხელეთ რძე, გახსენით მასში 2 ს.კ. ფქვილი, 1 ს.კ. შაქარი და საფუარი. აცადეთ 15 წთ.

2. ათქვიფეთ 1 კვერცხი, დაუმატეთ მარილი და დარჩენილი შაქარი. შეურიეთ ეს მასა ფქვილს, რძესა და წინასწარ გამლღვარ კარაქს.

3. მოზილეთ ცომი. დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 1,5 საათით.

4. როცა ცომი ამოვა, დაყავით 16 ნაწილად. შექმენით ბურთულები და დატოვეთ 10 წუთით.

5. გააბრტყელეთ ოვალური ფორმის ცომი, ოვალის ერთი ნაწილი უფრო ფართო უნდა იყოს. სწორედ ამ ნაწილზე წუსვით შიგთავსი. მეორე ნაწილზე 4 ჭრილი გააკეთეთ. დაახვიეთ და დააწყვეთ პერგამენტიან საცხობ ფორმაზე. დატოვეთ 15-20 წუთით.

6. წაუსვით რგოლებს ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ შაქრის პუდრი.

ერთ-ერთი ინგრედიენტი თქვენი გემოვნებით უნდა შეარჩიოთ – ეს გახლავთ ჯემი. ან შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ შოკოლადით ან შაქრისა და გატარებული ნიგვზის მასით. თუმცა, ჯემიანი ფუნთუშები მაინც ყველაზე პოპულარულია. შეინახეთ რეცეპტი და გახდით ცხობის ნამდვილი გურუ!