საუკეთესო კულიჩის რეცეპტს ეძებთ? – 3 ვარიანტი თქვენს წინაშეა

278

რათა სააღდგომო პასკა იდეალური გამოვიდეს, საწყის ეტაფპზე საფუარს არ ვუმატებ ფქვილს. საღამოს საფუარს, შაქარს და ცხიმს (რძეს ან არაჟანს) ფანჯრის რაფაზე ვტოვებ, ხოლო დილით ვიწყებ ცომის მომზადებას.

კულიჩის მომზადება ძალიან კარგად გამომდის. დაგემოვნების შემდეგ ყველა რეცეპტს მეკითხება, ამიტომაც გადავწყვიტე დღეს გაგიზიაროთ.

სამარხვო კულიჩი

სტანდარტული კულიჩი

ეს რეცეპტი უკვე 60 წლისაა!

ინგრედინტები

  • 0,5ლ ცხიმი (რძე, არაჟანი ან გამღვალი კარაქი)
  • 50გ საფუარი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 800გ ფქვილი
  • მარილი

მომზადება

  1. 0,5ლ ცხიმზე მიდის 50გ საფუარი და 1 ჭიქა შაქარი. მზა მასა უნდა გააცხელოთ, რათა გალღვეს შაქარი. ღამე დატოვეთ თბილ ადგილას ხელსახც გადაფარებული. არ დააფაროთ თავსაფარი და არ დაუმატოთ ფქვილი!
  2. დილით დაუმატეთ გაცრილი ფქვილი მარილთან ერთად. კარგად მოურიეთ, დაასვენეთ 2 საათი.
  3. ფორმის ამპულაში უმჯობესია გამოიყენოთ მეტალის ქილები. ჩააფინეთ ქაღალდები.
  4. დააბურთავეთ ცომი, ამოავსეთ ფორმის 2/3. დაელოდეთ 20 წუთი.
  5. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 50 წუთი.
  6. გააფორმეთ გემოვნებით.

კრაფინის კულიჩი

ეს შაქრის კულიჩი შეუდარებელია!

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 460გ ფქვილი
  • 150მლ რძე
  • 50მლ წყალი
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 2 კვერცხის გული
  • 40გ კარაქი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1,5გ ვანილი
  • 1 ჩაის კოვზი საფუარი

შიგთავსისთვის

  • 100გ კარაქი
  • 100გ მოცვი
  • 150გ ქიშმიში
  • 100გ ნუში

მომზადება

  1. ჯამში ჩაასხით წყალი, რძე და დაუმატეთ კარაქი. ჯამი მოათავსეთ ცეცხლზე და დაელოდეთ კარაქის გალღობას. არ აადუღოთ!
  2. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი შაქართან, ვანილთან და მარილთან ერთად. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, კარაქი და საფუარი. მოზილეთ ცომი.
  3. დაამრგვალეთ ცომი, დააფარეთ ხელსახოცი და თბილ ადგილას შეინახეთ 1 საათი.
  4. ამოფუებული ცომი გადაიტანეთ მაგიდაზე, მოაყარეთ ფქვილი. ჩაზილეთ ცომი, გაყავით 3 ნაწილად (დაახლოებით 280გ თითოეული). თითოეულს დააფარეთ ხელსახოცი და დატოვეთ 15 წუთი.
  5. შიგთავსის მოსამზადებლად დააქუცმაცეთ ნიგოზი. გარეცხეთ გამომშრალი ხილი თბილი წყლით. დაარბილეთ კარაქი.
  6. მზა ცომი გააბრტყელეთ თხლად, მიეცით მართკუთხედის ფორმა. 1/3 წაუსვით კარაქი.
  7. მოაყარეთ ნიგოზი და გამომშრალი ხილი. დაახვიეთ რულეტისებურად.
  8. იგივე მეთოდით მოამზადეთ დანარჩენი 2 ნაწილი.
  9. თითოეული რულეტი გაჭერით ორად, ბოლოებიდან გადმოდით დაახლოებით 2სმ. დაახვიეთ ორივე ნაწილი სპირალისეურად და ერთმანეთზე მოათავსეთ.
  10. ნახევარი საათით დატოვეთ თბილ ადგილას.
  11. გამოაცხეთ 35-40 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!