საოცრად წვნიანი ყავის ტორტი “ვარშავა” უბრალოდ დაიპყრობს გემოს რეცეპტორებს

2087

ეძღვნება ყავის ნამდვილ ფანატებს, რომლებსაც ამ სასმელის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმოუდგენიათ. ყავის ტორტები, ალბათ, საკონდიტრო ხელოვნების საუკეთესო გამოგონებაა. მძლავრი არომატი და გემო ასეთ დესერტებს დაუვიწყარს ხდის.

ტორტი “ვარშავა” ყველაზე გემრიელი ყავის ტორტია, რომელიც თავად შეგიძლიათ მოამზადოთ. დესერტი მრავალკომპონენტიანია, მაგრამ მომზადება არ არის რთული. ყოველი ფენა ალბათ მოგიმზადებიათ ცალცალკე: ბისკვიტი, პუდინგი და ჟელე. ეს ნაზავი საუცხოო შედეგს იძლევა.

ინგრედიენტები

  • 6 კვერცხი
  • 2 კვერცხის გული
  • 3 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჭიქა ფქვილი
  • 5 ჩ.კ. ყავა
  • 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ც ვანილის პუდინგი
  • 1 ლ წყალი
  • 50 გრ კარაქი
  • 3 ს.კ. ჟელატინი
  • ქოქოსის ფანტელი გემოვნებით

მომზადება

1. ცომისთვის ათქვიფეთ კვერცხის ცილები კარგად, დაუმატეთ შაქარი და გულები. კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ფქვილი.

2. გამოაცხვეთ ცომი 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაჭერით შუაზე და ერთი ფენა დანამეთ ხსნადი ყავით.

3. კრემისთვის აადუღეთ 0,5 ლ წყალი, დაუმატეთ ყავა. გაციებულ 0,5 ჭ სასმელში დაუმატეთ პუდინგი და 2 კვერცხის გული. დანარჩენ ყავაში დაუმატეთ შაქარი, წამოადუღეთ და დაუმატეთ პუდინგის მასა. გააცივეთ.

4. დაადნეთ კარაქი, დაუმატეთ პუდინგში. ნახევარი კრემი წაუსვით ერთ ფენას, დაადეთ მეორე ფენა და დარჩენილი კრემი წაუსვით.

5. ჟელესთვის აადუღეთ შავი ჩაი შაქართან. როცა ოდნავ გაცივდება, დაუმატეთ ჟელატინი.  ჟელე მოასხით ტორტს. მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

ყავის ტორტი ბევრი დიასახლისის საყვარელი დესერტია. შეგიძლიათ ქოქოსის ფანტელი შოკოლადის ნატეხებით ჩაანაცვლოთ, დაუმატოთ ფენებს ნიგოზი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!