სამფენოვანი მსხლის ტორტი ცხობის გარეშე: შეურიეთ ინგრედიენტები, გაყინეთ და დატკბით საუცხოო დესერტით

1085

როცა რაიმე მსუბუქი, გემრიელი და ჰაეროვანი ნამცხვრის მომზადება გსურს, თან ცხობა და სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალი გეზარება, სამფენოვანი მსხლის ნამცხვარი იდეალური ვარიანტია! მასში ყველაფერი შესანიშნავია: შვრიისა და თხილის ფანტელი როგორც საფუძველი, მსხლის სიროფის ჟელე და ჰაეროვანი არაჟნის კრემი. უბრალოდ შეურიეთ ეს ინგრედიენტები და გაყინეთ.

საუცხოო მსხლის ტორტი ნებისმიერ ნაყიდ ტკბილეულობას დაჩრდილავს. უბრალოდ მიჰყევით ინსტრუქციას და შექმენით ნამდვილი შედევრი!

ინგრედიენტები

  • 170 გრ შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 50 გრ მზესუმზირის მარცვლები
  • 50 გრ ნიგოზი
  • 80 გრ შვრიის ფანტელი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • 80 გრ შავი შოკოლადი
  • 400 გრ მსხალი
  • 520 მლ წყალი
  • 15 გრ ჟელატინი
  • 1 ც დარიჩინი
  • 150 გრ არაჟანი
  • 80 გრ შაქრის პუდრი

მომზადება

  1. მოამზადეთ სიროფი: დაადნეთ 100 გრ შაქარი ქვაბში, დაამატეთ 400 მლ წყალი და დარიჩინი. გათალეთ და დაჭერით მსხალი მცირე კუბებად, დაუმატეთ მასაში და ხარშეთ 30 წთ.
  2. მოამზადეთ ფენა: დაადნეთ ორთქლზე შავი შოკოლადი, დაუმატეთ ზეთი და 40 გრ კარაქი. ურიეთ სანამ მასა ერთგვარი არ გახდება.
  3. მოხალეთ დაჭრილი ნიგოზი, დაუმატეთ შვრიის ფანტელი და მზესუმზირა. მოურიეთ და დაუმატეთ დარჩენილი კარაქი, ბოლოს კი შოკოლადის მასა.
  4. ფორმაზე დაასხით მასა და კარგად გააბრტყელეთ, შედგით საყინულეში 20 წუთით.
  5. ამასობაში მოამზადეთ არაჟნის ფენა. დაასხით წყალი ჟელატინს, დაელოდეთ სანამ გალღვება. ცალკე ათქვიფეთ არაჟანი და შაქრის პუდრი. დაამატეთ ჟელატინი და კარგად მოურიეთ.
  6. წაუსვით პასტა გაყინულ მასას და შედგით მაცივარში 20 წუთით.
  7. მსხლის ტორტი ცხობის გარეშე მზადაა! გრილიაჟის, ხილისა და არაჟნის კრემის შეხამება საოცარ შედეგს იძლევა.

ასეთი სილამაზე დიდ ხანს არ გაჩერდება მაცივარში. მოასწარით ფოტოების გადაღება და დატკბით საუცხოო დესერტით. გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!