თუ თქვენ იცავთ მარხვას, ხართ ვეგეტერიანელი ან უბრალოდ დაგავიწყდათ კვერცხის და რძის ყიდვა, მაშინ ეს მანის სამარხვო ფუნთუშების რეცეპტი ძალიან გამოგადგებათ.
ეს საოცრად რბილი და გარედან ხრაშუნა ფუნთუშა შეგიძლიათ მოამზადოთ კვერცხისა და რძის გარეშე, რაც მთავარია არ იფშვნება დაჭრისას და მისგან მომზადებული სენდვიჩებიც ძლიან გემრიელია.
ფუნთუშა კვერცხისა და რძის გარეშე
ინგრედიენტები
- 220მლ წყალი
- 7გ საფუარი
- 170გ მანი
- 10გ შაქარი
- 20მლ მცენარეული ზეთი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 170გ ფქვილი
მომზადება
1.დავიწყოთ ცომის მომზადება.
2.თბილ წყალში გახსენით საფუარი, დაუმატეთ შაქარი, 3 სუფრის კოვზი ფქვილი, მოურიეთ. ცომი უნდა გამოგივიდეთ ოდნავ სქელი, ვიდრე ბლინის.
3.ცომი შეფუთეთ და 20 წუთი მოათავსეთ თბილ ადგილას.
4.დარჩენილ გაცრილ ფქვილს დაუმატეთ მარილი და მანი. მოურიეთ.
5.ამოფუებულ ცომს დაუმატეთ მცენარეული ზეთი, კარგად მოურიეთ. მოაყარეთ ფვილის და მანის ნაზავი. მოზილეთ ცომი.
6.ცომი მოათავსეთ ჯამში, შეფუთეთ და დაასვენეთ 40-50 წუთით, რათა მანი კარგად შეერწყას დანარჩენ ინგრედიენტებს.
7.ცომს მოაყარეთ ფქვილი და მოზილეთ გლუვი მასისი მირებამდე. შემდეგ 1,5-2 საათის განმავლობაში მოათავსეთ თბილ ადგილას. ამ დროის განმავლობაში ცომმა უნდა მოიმატოს ზომაში.
8.ცომი გაყავით 6-8 ტოლ ნაწილად.
9.ცომს მიეცით ბურთულის ფორმა და მოათავსეთ საცხობ ქარალდზე. დააფარეთ პოლიეთილენის პაკეტი და დატოვეთ 40 წუთით.
10.საცხობი ფირფიტა მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.
11.ცხელ ფუნტუშებს წაუსვით რძე (არ არის აუცილებელი). როდესაც რძე შეიწოვება, დააფარეთნაჭერი და დაელოდეთ 30-40 წუთი.
12.ფუნთუშები მანით მზად არის. გემრიელად მიირთვით!
ფუნთუშები გამოდის რბილი და ფაფუკი, რაც მთავარია არ იფშვნება. ეს ფუნთუშები ძალიან მოსწონთ ბავშვებს. გამოაცხვეთ ამ რეცეპტის მიხედვით და გაახარეთ ახლობლები.