სამარხვო ნამცხვარი ხილით

2129

ჩვენი მკითხველები ხშირად ინტერესტდებიან დესერტებზე, რომლებიც არ საჭიროებენ კვერცხს და კარაქს. ტკბილი ყველას უყვარს, მაგრამ ამ სიყვარულს კალორიები უშლის ხელს. ზოგიც მარხვას იცავს. ამიტომაც ჩვენ დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ასეთ რეცეპტებს.

სამარხვო ნამცხვარი ხილით “დიპლომატი” – ერთერთი ასეთი დესერტია. ნაზი ცომი, ვანილის კრემი და საყვარელი ხილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი) – საოცარი შეხამებაა, რომლეიც გვაძლევს უგემრიელეს ნამცხვარს. აუცილებლად სცადეთ მომზადება.

ინგრედიენტები

  • ვაშლის პიურე 280გ
  • შაქარი 120გ
  • დარიჩინი 1 ჩაის კოვზი
  • მზწსუმზირის ზეთი 100მლ
  • ხორბლის ფქვილი 180გ
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • მწიკვი მარილი
  • ვანილის პუდინგი 2 ცალი
  • ნუშის რძე 800მლ
  • ვანილი 80გ
  • ქოქოსის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • კივი 2-3 ცალი
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • ქოქოსის ფანტელი 50გ

მომზადება

1.ვაშლის პიურეს (მისი მომზადება 3 საშუალო ზომის ვაშლისგან შეგიძლიათ) დაუმატეთ შაქარი და დარიჩინი. დატოვეთ 5 წუთით.

2.ვაშლის პიურეს დაუმატეთ მცენარეული ზეთი, კარგად მოურით. შემდეგ ჩაყრეთ ფქვილში გახსნილი სოდა, გამაფხვიერებელი და მარილი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3.გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ ზეთით და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.

4.ცომი ჩაასხით გამზადებულ ფორმაში და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი. მზადების პროცესში აკონტროლეთ ხის წკირით. როდესაც ფირფიტა გოცხვება გამოიღეთ ღუმელიდან და დაელოდეთ გაგრილებას.

5.ორ შეკვრა პუდინგს დაუმატეთ ვანილი და ნუშის (ან სოიოს) რძე. მასა ოათავსეთ ცეცხლზე დად დაელოდეთ მის გასქელებას. ბოლოს დაუმატეთ მყარი ქოქოსის ზეთი (ან სამარხვო მარგარინი), ინტენსიურად ურიეთ. მიღებული კრემი ფირფიტას ცხლად მოასხით.

6.კრემის ზემოდან დაალაგეთ ფორთოხალი და კივი.

მოამზადეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები!