სამარხვო ნამცხვარი “დიპლომატი”. სწორედ ის დესერტი, რომელიც 1 ნაჭერზე მეტი შეგიძლია მიირთვა

1681

ჩვენი საიტის მკითხველებს ხშირად აინტერესებთ ნამცხვრების რეცეპტები კვერცხისა და კარაქის გარეშე. ხანდახან გსურს თავი ტკბილეულით გაანებივრო, არადა, კალორიების დათვლაც გიწევს. ზოგი კი უბრალოდ მარხულობს. სწორედ ამიტომ სიამოვნებით გიზიარებთ რეცეპტებს.

ხილის სამარხვო ნამცხვარი “დიპლომატი” სწორედ ასეთია. ნაზი ცომი, კრემი ვანილის არომატით და ნებისმიერი საყვარელი ხილი – საოცარი შეხამებაა. სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ!

ინგრედიენტები

  • 280 გრ ვაშლის პიურე
  • 120 გრ შაქარი
  • 100 მლ ზეთი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • 180 გრ ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა
  • 1 მწიკვი მარილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 2 ც ვანილის პუდინგი
  • 800 მლ ნუშის რძე
  • 80 გრ ვანილის შაქარი
  • 2-3 ც კივი
  • 50 გრ ქოქოსის ფანტელი
  • 2 ს.კ. ქოქოსის ზეთი
  • 1 ც ფორთოხალი

მომზადება

1. ვაშლის პიურეს (3 ვაშლისგან შეგიძლიათ მოამზადოთ) დაუმატეთ შაქარი და დარიჩინი. დატოვეთ 5 წუთით.

2. დაამატეთ ზეთი, ფქვილი, სოდა, გამაფხვიერებელი და მარილი. მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.

3. წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი, მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.

4. დაასხით ცომი. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღმელში 30 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ასანთის ღერით. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და ფორმაშივე გააცივეთ.

5. შეურიეთ პუდინგი, ნუშის რძე და ვანილის შაქარი. დადგით ნელ ცეცხლზე სანამ მასა არ შესქელდება. ბოლოს დაუმატეთ ქოქოსის ზეთი, მოურიეთ. მიღებული ცხელი კრემი მოასხით მზა ფენას.

6. მორთეთ ნამცხვარი დაჭრილი ფორთოხლითა და კივით.

ასეთ დესერტს გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით. და რაც მთავარია, შეგიძლია ერთი ნაჭრით მეტი მიირთვა. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!