სადგურის კარტოფილის ღვეზელის საუკეთესო რეცეპტი

804

ეს ახლა არის, რომ რკინიგზის სადგურს გარს ახვევია სხვადასხვა ჯიხური სწრაფი კვების პროდუქტებით. სადღაც 10-15 წლის წინ მოგზაურობისას დამშეულს მხოლოდ კარტოფილის ღვეზელის იმედი მქონდა, რომელსაც გასასვლელთან ახლოს ბებია ყიდდა. გასაკვირია, რომ სადგურის ღვეზელი წარმოუდგენლად გემრიელი იყო და აი, რატომ!

ჩემი დაკვირვება უფროს ნათესავს გავუზიარე, მას მხოლოდ გაეცინა. აღმოჩნდა, რომ სადგურის ცომი ჯერ კიდევ 90-იანებში გაჩნდა. მაშინ ცომში კეფირის ან რძის დამატება დიდ ხარჯად ითვლებოდა. დიასახლისები ცომს მარილწყალსა და კარტოფილის ნახარშზე ზელდნენ. ასე სადგურის ღვეზელმა უნიკალური გემო მიიღო.

ინგრედიენტები:

  • 800 გრ ხორბლის ფქვილი
  • 5 კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • 4 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • 200 მლ კიტრის მარილწყალი

მომზადების წესი:

1. კარტოფილი წინასწარ გათალეთ და მოხარშეთ. ნახარში თასში გადაასხით და გააგრილეთ. კარტოფილს ხახვი დაუმატეთ და ზეთში შეწვით. გემოვნებით მარილი, პაპრიკა და დაფქული წიწაკა დაუმატეთ. პიურე მოამზადეთ.

2. ახლა ცომი მოზილეთ. ღრმა თასში კიტრის მარილწყალი და 200 მლ კარტოფილის ნახარში ჩაასხით. 1 ჩ/კ მარილი და 1 ჩ/კ შაქარი, საფუარი და 4 ს/კ მცენარეული ზეთი დაუმატეთ.

3. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ინგრედიენტები აურიეთ. ახლა ამ მასას ფქვილი დაუმატეთ. ხელით რბილი ცომი მოზილეთ. თბილ ადგილას 30-45 წუთით გააჩერეთ, თასს პარკი დააფარეთ.

4. ამ დროში ცომი ამოვა და მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება. მზა ცომი თანაბარ ნაწილად გაყავით, თითოეულით კვერი გააკეთეთ. შუაში შიგთავსი დაუმატეთ.

5. ოდნავ მოგრძო ღვეზელი გააკეთეთ. ასე სწრაფად მომზადდება. გახურებულ ზეთში ოქროსფერი ქერქის მიღებამდე შეწვით.

ლეგენდარული სადგურის ღვეზელი ქაღალდზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ. სუფრაზე ცხელი გაიტანეთ, რადგან ასე უფრო გემრიელია. ღვეზელს ტაფაზე წვავთ? რომელი რეცეპტით ამზადებთ ცომს? გაგვიზიარეთ თქვენი ფავორიტი!