საბჭოთა დროინდელი პლომბირი საკუთარი ხელით. ასეთ გემრიელ ნაყინს დღეს მაღაზიაში ვეღარ შეიძენთ

2943

პირადად მე, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანსაც, ძალიან კარგად მახსოვს იმ პლომბირის გემო, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში იყიდებოდა და მზადდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან: რძისგან, ცხიმიანი ნაღებისგან ან კარაქისგან, კვეცხისგან, ნატურალური ჟელატინისგან ან აგარ-აგარისგან. იმ დროს, თავში აზრადაც არ მოუვიდოდა ვინმეს სხვადასხვა კონსერვანტების, არომატიზატორებისა და სხვა მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, რაც ჩვენს დროში საკმაოდ ხშირი მოვლენაა.

სამწუხაროდ, ლეგენდარული პლომბირის ეპოქა დასრულდა. თუ ამ დაუვიწყარი გემოს კიდევ ერთხელ შეგრძნება გსურთ, დღევანდელი სტატია სწორედ თქვენთვისაა. დღეს გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ ძალიან გემრიელი პლომბირი სახლში, საკუთარი ხელით.

ინგრედიენტები:

  • 2 ჩაის ჭიქა შაქარი
  • 1 ლიტრი რძე
  • 100 გრამი კარაქი
  • 1 ჩ.კ. სახამებელი
  • 5 კვერცხის გული

მომზადება: 

1. შეათბეთ რძე დაბალ ცეცხლზე, ჩაამატეთ მასში კარაქი და მიიყვანეთ ნარევი დუღილამდე.

2. ცალკე ჭურჭელში კარგად შეურიეთ ერთმანეთში შაქარი, კვერცხის გულები და სახამებელი. თქვენ უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.

3. ამ ნარევში ჩაამატეთ მცირეოდენი რძე. მზა მასა თავისი კონსისტენციით არაჟანს უნდა ჰგავდეს.

4. როდესაც რძისა და კარაქის ნარევი წამოდუღდება, პატარა ნაკადით, ნელ-ნელა (აუცილებლად მუდმივი მორევის პირობებში) ჩაასხით მასში კვერცხის, სახამებლისა და შაქრის ნარევი.

5. დატოვეთ ეს მასა ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთით. როდესაც ის თავიდან დაიწყებს დუღილს, გადმოდგით ცეცხლიდან და ჩადგით ჭურჭელი ცივ წყალში, აუცილებლად ურიეთ მასას მუდმივად იქამდე, სანამ ის ოდნავ არ გაგრილდება.

6. დატოვეთ ის ცივ წყალში სრულ გაგრილებამდე, პერიოდულად გადაურიეთ. როდესაც ჩვენი ნაყინი ოთახის ტემპერატურამდე გაგრილდება, ჩაასხით ის ფორმებში და მოათავსეთ საყინულეში.

7. რამდენიმე საათში უგემრიელესი პლომბირი მზად იქნება. გემრიელად მიირთვით!

პირობას გაძლევთ, როდესაც მას დააგემოვნებთ, სასიამოვნოდ გაოცდებით. მისი გემო და არომატი ნამდვილად შთამბეჭდავია!

თუ მოგეწონათ რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!