საახალწლო შოკოლადის ტორტი ფქვილის და ცხობის გარეშე

1060

პირველად ასეთი შოკოლადის ტორტი ქმრის დაბადების დღეზე გავაკეთე. მაშინ სტუმრები ჩემთან სახლში შეიკრიბნენ, ამიტომ ქურასთან მთელი დღე ვიდექი. ცხელმა კერძებმა, გარნირმა და სხვადასხვა წასახემსებელმა დიდი დრო წამართვა. ამ დესერტზე მხოლოდ 10 წუთი დავხარჯე. სტუმრებს ეგონათ, რომ საკონდიტრო მაღაზიაში შევუკვეთე!

პეჩენიის ტორტი საოცრად მიმზიდველად გამოიყურება. თავადაც არ დავიჯერებდი, რომ შინ მომზადებული დესერტია, სტუმრებს რომ ეჩუქებინათ. ტკბილი საფუძველი და ორი სახეობის ნაზი შიგთავსი ქმნის საოცარ ტკბილეულს, რომლის გამო დიეტის დავიწყება ღირს.

როგორ მოვამზადოთ საახალწლო შოკოლადის ტორტი პეჩენიით

ძვირადღირებული „ნუტელას“ ნაცვლად ნებისმიერი სხვა შოკოლადის პასტა გემოვნებით გამოიყენეთ. მთავარია, რომ ყველა პროდუქტი ახალი და ხარისხიანი იყოს. ასე ტორტი ცხობის გარეშე გემრიელი და ნაზი გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 200 გ კაკაოს პეჩენია
  • 200 გ „ნუტელა“
  • 200 მლ ნაღები
  • 140 გ ნიგოზი
  • 100 გ კარაქი
  • 400 გ ნაღების ყველი
  • 50 გ შაქრის ფხვნილი
  • 40 გ შავი შოკოლადი

მომზადების წესი:

1. შოკოლადის პეჩენია და 100 გ ნიგოზი ნაფშვენის მიღებამდე დააქუცმაცეთ. გამდნარი კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. ნარევი საცხობ ფორმაში ჩადეთ. ძირი და გვერდები გააკეთეთ.

3. ნუტელა და 200 გ ნაღების ყველი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

4. შოკოლადი–ნაღების ნარევი ფორმაში ჩაასხით და პეჩენიის ძირზე თანაბრად გაანაწილეთ. მაცივარში შეინახეთ.

5. დარჩენილი ნაღების ყველი ნაღებთან და შაქრის ფხვნილთან ერთად ათქვიფეთ.

6. ნარევი ფორმაში შოკოლადის მასას ზემოდან დაასხით და თანაბრად გაანაწილეთ. ისევ მაცივარში შეინახეთ.

7. ცივ ტორტს დაქუცმაცებული ნიგოზი მოაყარეთ და გამდნარი შოკოლადი მოასხით.

წარმოუდგენლად გემრიელი და ნაზი შოკოლადის ტორტი გაგაოცებთ. აუცილებელი არაა, რომ ასეთი გემრიელობის მომზადებაზე ძვირფასი რამდენიმე საათი და ორი ათეული ინგრედიენტი დახარჯოთ. დესერტი გემოვნებით გააფორმეთ. ნოყიერი ვახშმის შემდეგ ასეთი დესერტის ადგილი ყოველთვის დარჩება.