სააღდგომო კულიჩები – რეცეპტი, რომელსაც ყველა ეძებს!

1648

კულიჩი ეს არამარტო მთავარი კერძი, არამედ ტრადიციაა. ამ წელსაც მთელი ოჯახი ვიკრიბებით, მინდა ძალიან ლამაზი და გემრიელი სუფრა გავშალო. ეს ჩემი ფავორიტი რეცეპტია, გამოდის ნაზი და ფაფუკი.

ინგრედიენტები

  • საფუარი 1,5 ჩაის კოვზი
  • შაქარი 200გ
  • ხორბლი ფქვილი 700გ
  • რძე 300მლ
  • კვერცხი 3 ცალი
  • კარაქი 100მლ
  • მარილი 0,25 ჩაის კოვზი
  • ვანილი გემოვნებით
  • ქიშმიში 50გ
  • შტოში 50გ
  • კვერცხის ცილა
  • შაქრის ფხვნილი 30გ
  • ლიმონის წვენი 1 ჩაის კოვზი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათასვეთ მშრალი საფუარი, 1,5 სუფრის კოვზი შაქარი. დაასხით თბილი რძე. ჯამში გაცერით ფქვილი. მოურიეთ.

2.ჯამს დააფარეთ ხელსახოცი. მოათავსეთ თბილ ადგილას 40 წუთი.

3.ამასობაში გამომშრალ ხილს დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი. დატოვეთ 20 წუთი. გარეცხეთ, ხელსახოცზე მოაპნიეთ შტოში და ქიშმიში. გააშრეთ.

4.განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გულს მოაყარეთ დარჩენილი შაქარი. მოურიეთ.

5.ცილას დაუმატეთ მარილი. ათქვიფეთ მიქსერით ამოფუებამდე. ამოფუებულ ცომის მასას დაუმატეთ კვერცხის გულის მასა, ძალიან კარგად მოურიეთ.

6.დაუმატეთ ამოფუებული ცილა. ისევ მოურიეთ. თქვენ უნდა მიიღოთ ოდნავ თხელი ცომი. ნელ-ნელა მოაყარეთ გაცრილი ფქვილი.

7.მოზილეთ ცომი დაახლოებით 15 წუთი. უნდა გამოვიდეს რბილი და წელვადი. მზა ცომი გადაიტანეთ ცხიმიან ჯამში. დააფარეთ ხელსახოცი და დასხვენეთ გამორთულ ღუმელში 30 წუთი.

8.როცა ცომი ამოფუვდება, მოაყარეთ გამომშრალი ხილი. რათა მარტივად შეერიოს ცომს, წინასწარ ამოავლეთ ფქვილში.

9.ისევ დააფარეთ ცომს ხელსახოცი. დაასვენეთ თბილ ადგილას 1,5-2 საათი. უნდა ამოფუვდეს.

10.ამოსული ცომი მოათავსეთ ცხიმიან მაგიდაზე. გაყავით ნაწილებად. მე გამომივიდა 1 დიდი და 3 პატარა.

11.ფორმებიც უნდა დაამუშაოთ ცხიმით. 40 წუთი დაელოდეთ ამოფუებას.

12.კარგად ამოფუებული ცომი გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35 წუთი.

13.ცხობის პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით. სანამ კულიჩი ცხვება, მოამზადეთ მინანქარი. ამისათვის ცილა ათქვიფეთ და დაუმატეთ შაქრის ფხვნილი.

14.ბოლოს მოასხით ლიმონის წვენი. მზა კულიჩები გააგრილეთ და მოასხით მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!