სააღდგომო კულიჩები – ეს ის რეცეპტია, რომელიც გჭირდებათ!

699

წინა სააღდგომო პერიოდი განსაკუთრებული დროა, როდესაც სული გაზაფხულის მოსვლას ხარობს და წინა სადღესასწაულო საქმეები სასიამოვნოდ გამოიყურება. დასუფთავებაა, მენიუს შედგენა, გემრიელი კერძების მომზადება, კვერცხების შეღებვა და, რა თქმა უნდა, სააღდგომო ნამცხვრების გამოცხობა.

დღეს ჩვენ მოგიყვებით იმის შესახებ თუ როგორ უნდა გამოაცხოთ პასკა ტრადიციული საკონდიტროს რეცეპტით.

ეს მშვენიერი რეცეპტი აღებულია მზარეულის ძველი წიგნიდან, რომელსაც ტრადიციული ნამცხვრების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ საკონდიტრო ნაწარმის განსაკუთრებული მახასიათებელი თაფლის დამატებაა ცომში. სწორედ ამის წყალობით აღმოჩნდა, რომ სააღდგომო ნამცხვრები ძალიან ლამაზი ფერისაა და უბრალოდ წარმოუდგენელი სუნი აქვთ.

ინგრედიენტები

  • 1ლ რძე
  • 100გ გაცრილი საფუარი
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი (მთელი რაოდენობიდან)
  • 10 სუფრის კოვზი ფქვილი (მთელი რაოდენობიდან)

 

  • 5 კვერცხი
  • 1,9კგ ფქვილი (+ – 100გ)
  • 100მლ მცენარეული ზეთი
  • 300გ კარაქი
  • 1 ჩაისკოვზი მარილი
  • 300გ შაქარი
  • 300გ ვანილი
  • 50გ თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი არაყი
  • 500გ მშრალი ხილი

მომზადება

1.პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ საფუარიანი თხელი ცომი. აიღეთ დიდი ზომის ჯამი და ჩაასხით 1 ლიტრი ნელთბილი რძე. სასურველია რომ რძე ცხიმიანი იყოს. შემდეგ ვყრით შიგნით 2 სუფრის კოვზ შაქარს და ყველაფერს კარგად ურევთ ერთმანეთში ისე რომ საფუარი გაიხსნას.

2.შემდეგ დაამატეთ 10 უფრის კოვზი. ფქვილი. მოზილეთ ცომი – ისეთივე თხელი როგორც ბლინისთვის.

3.გადააფარეთ პოლიეთილენის პარკი და დადგით თბილ ადგილზე 40 წუთის. როცა ცომი გაიჩენს ბუშტუკებს ეს იმას ნიშნავს რომ საფუარი მოქმედებს ისე როგორც საჭიროა.

4.შეგვიძლია დავიწყოთ მთავარი ცომის მომზადება. აიღეთ ცარიელი ჯამი და მასში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი, ვანილი, მარილი და თაფლი( თუ ის ძალიან სქელია შეგიძლიათ ორთქლის აბაზანაზე გაათხელოთ) ამ ყველაფერს ასევე ვამატებთ მდნარ კარაქს და იქამდე ვურევთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. ასევე ყურადღება მიაქციეთ იმას რომ ყველა ინრედიენტი იყოს ოთახის ტემპერატურის, რადგან ცომი უფრო სწრაფად აფუვდება.

5.ვუბრუნდებით ისევ იმ თხელ ცომს რომელიც მოვამზადეთ პირველად და ვუმატებთ ახალ მასას. როდესაც ამ ყველაფერს შევურევთ, მოაყარეთ საცერზე გაცრილი ფქვილი. ნელ-ნელა მოზილეთ.

6.ფქვილის პირველი ნაწილის დამატებისას ცომში ვამატებთ 1 სუფრის კოვზ არაყს, რადგან პასკა ძალიან არ გამკვრივდეს.

7.მას შემდეგ, რაც ფქვილს სულ დავუმატებთ, ხელით დაამუშავეთ ცომი მინიმუმ 15-20 წუთის განმავლობაში. რაც უფრო კარგად მოზილეთ ცომი, მით უფრო გემრიელი იქნება პასკა. მოზელვის დროს დაამატეთ მცენარეული ზეთი იმისთვის რომ ცომი არ მიეკროს ჯამს და ხელებს.

8.სწორად მომზადებული ცომი საკმაოდ სქელი გამოდის, კარგად იჭიმება და არ იშლება. მზა ცომი გავყოთ 2 ნაწილად და მოვათავსოთ 2 სხვადასხვა თასში, რადგან ის ზომაში გაიზრდება. ზემოდან წაუსვით მცენარეული ზეთი, გადააფარეთ ჯამებს პოლიეთილენი და დატოვეთ თბილად 1 საათის განმავლობაში.

9.1 საათის შემდეგ ცომი კიდევ დაამუშავეთ ხელით. დაუმატეთ ჩირი: გარგარი, ქიშმიში, მოცვი ან სხვა. სანამ ქიშმიშს დაამატებთ ცომში დაასხით ადუღებული წყალი და შემდეგ გაამშრალეთ ქაღალდით. ცომი ზედმეტად არ უნდა შეაწუხოთ- მხოლოდ ისე, რომ ჩირი ყველგან თანაბრად გადანაწილდეს.

10.ცომს ისევ წაუსვით მცენარეული ზეთი, შეფუთეთ და დაასხვენეთ.

გამოვაცხოთ კულიჩი

1.საათნახევრის შემდეგ კვლავ მოზილეთ ცომი და გადაანაწილეთ ფორმებშ. შეგიძლიათ აიღოთ სხვადასხვა ზომის ქაღალდის საცხობი ფორმები.

2.ზეთით ოდნავ დაამუშავეთ საცხობი ფორმები. დამუშავებული ცომის პრიალა დეპაპირი უნდა იყოს საცხობი ფორმის ზემო ნაწილში. ცენტრში მოათავსეთ ხის წკირი იმისათვის, რომ ზედმეტი ჟანგბადი კულიჩიდან მარტივად გამოვიდეს და საბოლოოდ გამოვიდეს ერთგვაროვანი.

3.დარჩენილი ცომისგან შეგიძლათ მოამზადოთ დეკორები.

4.ამოფუებული ცომისგან ამოიღეთ წკირები. ზემოდან წაუვსით წყალში ათქვეფილი კვერცხის გული. დაელოდეთ კვერცხის გშრობას.

გამოაცხეთ 170 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!