რძიანი დესერტი თხილით, კვერცხის გარეშე

839

თუ სტუმრებს ელოდებით და არ იცით რა მოამზადოთ მე დაგეხმარებით. რძიანი დესერტის მომზადება სწრაფად და უმარტივესად შეგიძლიათ. უბრალოდ დაგჭირდებათ რძე და 15 წუთი. სტუმრები ნამდვილად გაოცდნენ, ეგონათ ცნობილ საკონდიტროში მომზადებული ტკბილეული დააგემოვნეს.

ინგრედიენტები

  • რძე 1ლ
  • შაქარი 170გ
  • ხორბლის ფქვილ 130გ
  • სახამებელი 60გ
  • კარაქი 2 სუფრის კოვზი
  • ვანილი 1 ჩაის კოვზი
  • არაქისი
  • რძიანი შოკოლადი 90გ
  • გახეხილი ქოქოსი

მომზადება

1.გააცხელეთ რძე, მოაყარეთ შაქარი, ფქვილი, სახამებელი და ვანილი. მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე.

2.რძის მასა გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაუმატეთ კარაქი, მოურიეთ. მიღებული მასა ჩაასხით ჭიქებში.

3.გაჭერით გაგრილებული დესერტი. ამოავლეთ მოხალულ არაქისში.

4.გაალღვეთ შოკოლადი და წაუსვით ზემოდან. მოაყარეთ ქოქოსი.

გემრიელად მიირთვით!