რძეზე მომზადებული ნაზი კექსი განწყობის ასამაღლებლად

1063

დედამთილი ამ მარტივად მოსამზადებელ საოცარ კექსებს აცხობდა. დილით დგებოდა, საუზმისთვის აცხობდა და მთელი დღე კარგ განწყობაზე იყო.

შეუდარებელი დესერტისს მომზადება აუცილებლად სცადეთ, Gastronomia.ge–ს რედაქცია რეკომენდაციას უწევს.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ჭიქა რძე
  • 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი (უსუნო)
  • 5 გრ ვანილი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1,5 ჭიქა ფქვილი

მომზადების წესი:

  1. კექსის საცხობ ფორმებს მცენარეული ზეთი წაუსვით.
  2. თასში კვერცხი ათქვიფეთ, მარილი და შაქარი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ.
  3. ვანილი, რძე, მცენარეული ზეთი დაუმატეთ და აურიეთ.
  4. კვერცხი–რძის ნარევს გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ.
  5. მზა ცომი საცხობ ფორმებში მოათავსეთ. ფორმები ნახევრად გაავსეთ, რადგან ცხობისას კექსი ზომაში გაიზრდება.
  6. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით, მომზადებამდე ააცხვეთ.
  7. მზა კექსები ღუმელიდან გამოიღეთ და გაგრილება აცადეთ.
  8. გემრიელად მიირთვით!