როცა სასწრაფოდ მთელი ოჯახი უნდა დავანაყრო, სწრაფ და გემრიელ პიცა–ღვეზელს ვამზადებ

559

როცა ცომის მომზადების დრო და ძალა არ გაქვთ, თხელი ლავაში დაგეხმარებათ. 10 წუთში წარმოუდგენლად გემრიელ კერძს მოამზადებთ. Gastronomia.ge-ს რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ პიცა–ღვეზელი. შიგთავსი თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეავსოთ.

ინგრედიენტები:

  • 300 გრ თხელი ლავაში
  • 150 გრ კორეული სტაფილო
  • 150 გრ საექიმო ძეხვი
  • 150 გრ ხმელი ყველი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი
  • 2 ს/კ კეტჩუპი
  • 2 ს/კ არაჟანი

მომზადების წესი:

1. ყველა აუცილებელი ინგრედიენტი მოიმარაგეთ.

2. ტაფის ძირის დიამეტრის შესაბამისად ლავაში მრგვალად ამოჭერით. აქ, 20 სმ დიამეტრია. სულ 10 ფირფიტა ლავაში გამოვიდა.

3. შიგთავსისთვის ძეხვი და ყველი ჭარხლის სახეხზე გახეხეთ. ბულგარული წიწაკა თესლისგან გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით.

4. ტაფას მცენარეული ზეთი დაასხით, გააცხელეთ და პირველი ფირფიტა ლავაში ჩადეთ. ყველი მოაყარეთ. ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და ღვეზელის აწყობა პირდაპირ გაზქურაზე გააგრძელეთ.

5. მეორე ფენა ლავაში დაადეთ, არაჟნის და კეტჩუპის სოუსები წაუსვით. სურვილისამებრ სხვა სოუსი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

6. გახეხილი ძეხვი და ცოტა ყველი გადაანაწილეთ.

7. კვლავ ლავაში, სოუსი, ბულგარული წიწაკა და ყველი.

8. ლავაშის მრგვალი ფირფიტა დააფარეთ, სოუსი წაუსვით, კორეული სტაფილო და ყველი დაუმატეთ.

9. ახლა ყველა ფენა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ ან თქვენი გემოვნებით ააწყვეთ. თითოეულ ფენაში ყველი აუცილებლად უნდა შედიოდეს, რომ ღვეზელი არ დაიშალოს. ბოლო ფენა ლავაში უნდა იყოს. კვერცხი ჩანგლით ათქვიფეთ და ღვეზელს დაასხით.

10. ტაფას თავსახური დაახურეთ და 5 წუთით მინიმალურ ცეცხლზე შეწვით. კვერცხი შეიკვრება.

11. ფართო ნიჩბით ღვეზელი მეორე მხარეს სწრაფად გადააბრუნეთ. ცოტა ყველი მოაყარეთ. კვლავ თავსახური დაახურეთ და კიდევ 5 წუთით შეწვით.

12. სწრაფი პიცა–ღვეზელი მზადაა.

13. დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!