რომელი დესერტები უნდა გასინჯოთ ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ

1991

დღეს ჩვენი რედაქცია ძვირფას მკითხველებს გაგიზიარებთ 14 ყველაზე გემრიელ და ლამაზ დესერტს მსოფლიოში, რომლებიც თითოეულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გასინჯოს!

ყველაზე გემრიელი დესერტები

1. ჩეხური ცომის გუფთები

ნაციონალური ჩეხური დესერტის შიგთავსად უმეტესად იყენებენ მარწყვს, გარგარს, ატამსა და მოცვს. ხილიან ცომის გუფთებს გასაფორმებლად შაქრის პუდრს და წვრილად გახეხილ ხაჭოს აყრიან. ეს დესერტი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ტკბილი შიგთავსიანი ვარენიკებისგან.

2. პუდინგი კოშკი (ინგლისი)

ეს დესერტი ნისლიანი ალბინოს მკვიდრებს ძალიან უყვართ. ზოგიერთი ინგლისელი მზადაა უარი თქვას ძირითად კერძზე მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიირთვას ეს უგემრიელესი თბილი დესერტი, რომელსაც ზემოდან უხვად აქვს მარწყვის ან ალუბლის სოუსი.

3. ჩურო (ესპანეთი)

ჩურო ტრადიციული ესპანური დესერტია, რომელიც მოხარშული ცომით მზადდება და რომელსაც კარგად წვავენ ან აცხობენ. იგი შეგიძლიათ მოამზადოთ შიგთავსით ან მის გარეშე.

ისინი, ვინც ესპანეთში იმყოფებოდნენ, ყვებიან, რომ ამ დესერტს ყოველ ნაბიჯზე ყიდიან: ქუჩაში ხალხმრავალ ადგილას, კაფეებში, რესტორნებში. ის უყვართ როგორც პატარებს, ისე უფროსებსაც.

4. ტირამისუ (იტალია)

ტირამისუ ას პროცენტიანი იტალიური დესერტია, ისევე როგორც სპაგეტი და პიცა. მას ადარებენ ჰაეროვან ტორტთან, პუდინგთან ან სუფლესთან.

5. წაბლის კინტონები, ან ნაღების ტკბილეული (იაპონია)

ამ დესერტის მოსამზადებლად გამოიყენება ტკბილი კარტოფილი, ტკბილი სოუსი და ძმარი. მაგრამ მთავარი ინგრედიენტი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ჯიშის წაბლის ნაყოფია, რომელსაც მხოლოდ იაპონიაში შეხვდებით.

6. დრაკონის წვერი (ჩინეთი)

ამ საინტერესო ტკბილეულის სწორად მომზადება მხოლოდ ნამდვილ ოსტატებს შეუძლიათ. ისინი წელავენ შაქრის ძაფებს, როგორც ლაფშას. აბრუნებენ, ჭიმავენ და იმეორებენ ერთსა და იმავეს, სანამ ძაფები თმის ღერზე უფრო თხელი არ გახდება. შემდეგ ძაფებს ჭრიან და დაფქული მიწისთხილის, ნუშის ან შოკოლადის ირგვლივ ახვევენ. გარეგნულად დესერტი აბრეშუმის ჭიას მოგაგონებთ.

7. გულაბ ჯამუნი (ინდოეთი)

გულაბ ჯამუნს ლამაზი ბურთივით მრგვალი ფორმა აქვს და წააგავს ფუნთუშას, რომელიც ფქვილით და სიმინდის ზეთით მზადდება, მშრალი რძის, ფისტისა და ქიშმიშის დამატებით. ამ უჩვეულო ტკბილეულის მთავარი არსი მის სიროფშია, სადაც ბურთები მთელი ღამის განმავლობაში იჟღენთება.

სიროფის შემადგენლობა განსხვავდება შტატების მიხედვით: ის შეიძლება იყოს დამზადებული ზაფრანისგან, ციტრუსის წვენისგან ან ვარდის წყლისგან. როგორიც არ უნდა იყოს ტკბილი სიროფი, კერძი წარმოუდგენლად გემრიელი გამოდის.

8. ფახლავა (თურქეთი)

ამ აღმოსავლური ტკბილეულის მთავარი საფუძველი არის სწრაფად შრობადი ცომი, რომელსაც “ფილო” ეწოდება. მას რამდენიმე ფენად ალაგებენ ერთმანეთზე და თითოეულს გამდნარ კარაქს, ბლანტ თაფლს ან შაქარს, ფორთოხლის წყალს და ლიმონის წვენს უსვამენ.

9. ავოკადოს ნაყინი (ბრაზილია)

ბრაზილიაში ამზადებენ საოცარ ნაყინს პრაქტიკულად ყველა ტროპიკული ხილისგან, იქნება ეს ანანასი, ბანანი, მანგო, მარაკუია, გავა თუ ავოკადო. დესერტის მოსამზადებლად ავოკადოს ცხიმიან რბილობს უნდა შეურიოთ შედხედებული რძე და ლაიმის წვენი. ნაყინი ძალიან გემრიელი და არაორდინალური გამოდის!

10. პიკარონესი (პერუ)

პიკარონესი არის პერუს დონატის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც სიროფთან ერთად უნდა მიირთვათ. ამ დესერტის ცომი მზადდება ფქვილით, საფუარით და შაქრით, ტკბილი კარტოფილის, გოგრისა და ანისის დამატებით.

11. შოკოლადის ტორტი ლუდით (ირლანდია)

ირლანდიელებს აქვთ თავისებური წარმოდგენა შობის ან წმინდა პატრიკის დღის აღნიშვნის შესახებ. ალკოჰოლი მასში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მას უმატებენ დესერტებშიც კი. შოკოლადის ტორტისა და ლუდის კომბინაცია უბრალოდ ამოუცნობია. თუმცა, ცხობის დროს ალკოჰოლი მთლიანად ორთქლდება, ამიტომ, დესერტის ჭამა ბავშვებსაც შეუძლიათ.

12. საშობაო პოლენო (ბელგია/საფრანგეთი)

ჯადოსნური საშობაო პოლენო ჩვენამდე საფრანგეთიდან და ბელგიიდან მოვიდა. ამ დესერტის გამოცხობას საფრანგეთსა და ბელგიაში განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან.ბისკვიტის რულეტი წარმოადგენს სადღესასწაულო კერძს. “საშობაო პოლენოს” დაწვა ერთ-ერთი ჩვეულებაა, რომელიც კელტებისთვის სავალდებულო წმინდა რიტუალს წარმოადგენდა.

ბევრი ევროპელი ამბობს, რომ სურვილები, რომლებიც ამ დესერტის მომზადების ან ჭამის დროს გაქვთ, აუცილებლად ახდება.

13. ტორტი პავლოვა (ავსტრალია და ახალი ზელანდია)

ეს ჰაეროვანი დესერტი ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ინგლისში ძალიან უყვართ. ტორტს სახელი ლეგენდარული რუსი ბალერინას ანა პავლოვას საპატივცემულოდ დაარქვეს. იგი გასული საუკუნის 20-იან წლებში გამოიგონეს, როდესაც ანა გასტროლებზე ავსტრალიასა და ოკეანეთში ჩავიდა.

ამ საოცარ დესერტს ხრაშუნა ქერქი აქვს, მაგრამ შიგნითა ნაწილი ძალიან რბილია, მას ათქვეფილი ნაღებით და სხვადასხვა სეზონური ხილითა და კენკრით აფორმებენ. ამასთან, დესერტი დაბალკალორიულია, ასე რომ, მისი ჭამა დიეტაზე მყოფი ქალბატონებისთვისაც შეიძლება.

14. სირნიკები (რუსეთი/უკრაინა)

ისტორიას არ შემოუნახავს იმ პირველი ადამიანის სახელი, რომელმაც ეს დესერტი მოამზადა, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი სლავი იყო.

სირნიკებს ბევრი არაჟანთან ან სხვადასხვა მურაბასთან ერთად მიირთმევს, მე კი მას საუზმეზე ცოცხალ ხილთან ერთად მივირთმევ.

დესერტები სრულფასოვანი კვების განუყოფელი ნაწილია. მთავარი პრინციპი, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვათ, დიეტოლოგების აზრით, არის ის, რომ დესერტი არ უნდა იყოს თქვენი ყოველდღიური კვების რაციონში. ხოლო განსაკუთრებულ დღესასწაულებსა და შეკრებებზე ერთგვარ ჯილდოდ შეგიძლიათ ჩათვალოთ.

ეს დესერტები ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ, რათა სამუდამოდ შეგიყვარდეთ ისინი!