როგორ მოვხარშოთ ტრადიციული, უტკბილესი წანდილი

4674

წანდილი საქართველოში ყველგან მზადდება. მისი ძირითადი ინგრედიენტებია ხორბალი, ნიგოზი, ქიშმმიში და თაფლი, თუმცა, თანამედროვე ქართულ სამზარეულოში უმატებენ სხვადასხვა ჩირეულს, თეთრი ბლის მურაბას, შესქელებულ რძეს, კაკაოს, ყავასა და სხვა ინგრედიენტებს. ქვემოთ მოყვანილი რეცეპტი ტრადიციულ ვარიანტს წარმოადგენს.

ინგრედიენტები: 

  • 600 გ ხორბალი
  • 1,5 ჭიქა გატარებული ნიგოზი
  • 1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
  • 200 გ თაფლი
  • 200 გ ქიშმიში
  • 200 გ  თეთრი ბლის მურაბა
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი – გემოვნებით
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. ხორბალს დავასხათ წყალი და კარგად მოვხარშოთ. როცა ხორბლის ქერქი დარბილდება და წვენი წებოვანი გახდება, მზად არის.
  2. ხორბალი ძალიან დიდხანს იხარშება, ამიტომ, ჯობს, ცხელი წყალი წინასწარ დავასხათ, მთელი ღამე გავაჩეროთ და შემდეგ მოვხარშოთ.
  3. მოხარშული ხორბალი სასურველი რაოდენობის წვენით ამოვიღოთ, დავუმატოთ მარილი, ცოტაოდენი შაქარი, ნიგოზი, ქიშმიში, თეთრი ბლის მურაბა, თაფლი და კარგად ავურიოთ.

ესეც ასე, უგემრიელესი წანდილი მზადაა.