როგორ მოვამზადოთ ხრაშუნა ჩაის კოვზები კრემით

682

ხშირად დიასახლისები ძლიან დიდ დროს ხარჯავენ ყოველდღიური კერძების მოსამზადებლად, ამიტომაც ახალი ორიგინალური კერძებისათვის დრო არ რჩებათ. და მაინც, რას ფიქრობთ ძალიან მაგარ და უცნაურ რეცეპტზე?

ორიგინალური რეცეპტი

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ძალიან გემრიელ რეცეპტს. გიფიქრიათ ისეთ კოვზებზე რომლებიც იჭმევა? ხრაშუნა კოვზები კრემით ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ამ კოვზებით შეგიძლიათ გააფორმოთ დაბადების დღის მაგიდა, ასეთი უცნაური დესერტი ძალიან გაახარებს ბავშვებს.

ცომის ინგრედიენტები

  • 200გ ხორბლის ფქვილი
  • 100გ ჭვავის პური
  • 2 სუფრის კოვზი ნაღების ყველი
  • 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 125მლ წყალი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი

კრემის ინგრედიენტები

  • 200გ მოხარშული კარტოფილი
  • 1 სუფრის კოვზი ნივრის კეტჩუპი
  • 1 ჩაის კოვზი მოცხარი
  • 1 ჩაის კოვზი ქინძი ან სხვა ნებისმიერი სანელებლები ბოსტნეულისთვის
  • 50გ რბილი კარაქი
  • 50გ ნაღების ყველი
  • 1/4 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1.მომზადებამდე ორივე სახეობის ფქვილი აუცილებლად გაცერით. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, ყველი, მარილი და ცივი წყალი (125-150მლ), ამის შემდეგ კარგად მოურიეთ და მოზილეთ ცმი.

2.ცომი უნადა გახდეს ერთგვაროვანი, ამის შემდეგ ჯამი სადაც ცომი არის მოთავსებული შეფუთეთ და დაელოდედ მის ამოფუებას 30 წუთი. ამასობაში მოამზადეთ კრემი.

3.მოვამზადოთ კრემი. მოხარშული კარტოფილი მოჭყლიტეთ, დაუმატეთ კეტჩუპი, მოცხარი, ნაღების ყველი, დარბილებული კარაქი, ქინძი, მარილი და კარგად მოურიეთ (შეგიძლიათ ათქვიფოთ ბლენდერით), შემდეგ გააცხელეთ მიკროტალღურში.

კრემი უნდა გამოგივიდეთ ერთგვაროვანი და სქელი. აუცილებლად დაელოდეთ მის გაგრილებას.

4.დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე, გააბრტყელეთ ცომი 4მმფირფიტად (მეტად თხელი არ შეიძლება), დაჩხვლიტეთ ჩანგლით, შემდეგ მასზე მოათავსეთ ჩაის კოვზები და ამოჭერით მათ ფორმაზე.

5.შემდეგ ჩაის კოვზს წაუსვით მცენარეული ზეთი და მასზე მოათავსეთ ცომისაგან მიღებული ფორმები, მოასწორეთ ცომის კუთხეები, კიდევ ერთხელ კბილის ჩხირით დაჩხვლიტეთ და მოათავსეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე. აუცილებელი გამოიყენოთსტანდარტული ჩაის კოვზები. გამოსაცხობი ფირფიტა შეგიძლიათ მოფინოთ სილიკონით და ასევე საცხობი პერგამენტით.

6.კოვზები ღუმელში გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და რაც მთავარია უდა მიიღოთ ხრაშუნა ზედაპირი, მაგრამ ამავდროულად არ უნდა გამოგიშრეთ. არ იჩქაროთ მათი ფირფიტიდან აღება, დაელოდეთ მათ გაგრილებას. თუ კოვზები მიეკრო ფირფიტას მიეხმარეთ დანით, მაგრამ ეცადეთ არ დააზიანოთ, რადგან კარგად გაგრილებამდე ისინე ძალიან მსხვრევადები არიან.

7.და ბოლოს! კოვზბი ამოავსეთ კარტოფილისაგან მომზადებული კრემით. ზემოთ ჩამთვლილი ინგრედიენტებით თქვენ დაახლოებით უნდა გამოგივიდეთ 25 ცალი ხრაშუნა კოვზი.

ალბათ დამეთანხმებით, რომ საკუტარი ხელით მომზადებული ყოველთვის უფრო გემრიელია. შეგიძლიათ ამ დესერტით თქვენს დაბადების დღეზე შეკრებილი სტუმრები გააოცოთ. მოამზადეთ და ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვ!