როგორ მოვამზადოთ ცუკატები ქლიავისაგან

1248
Tasty dried plums on grey table

ქლიავი-მიეკუთვნება იმ პროდუქტთა რიცხვს, რომლებიც გადამუშავების შემდეგაც ინარჩუნებენ სასარგებლო ნივთიერებებს. ქლიავისაგან შეგიძლიათ მოამზადოთ ძალიან გემრიელი დიდხანს გამძლე ცუკატები. ეს არის ვიტამინის ის დოზა რომელიც სამწუხაროდ ძალიან გვაკლია ზამთარში.

როგორ მოვამზადოთ ცუკატები

ინგრედიენტები:

  • 4კგ ქლიავი თესლის გარეშე
  • 1.5კგ
  • 1,5კგ შაქარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 0,5 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა

მომზადება

1.იმისათვის რომ სახლის პირობებში მოამზადოთ ქლიავისგან ცუკატები, თავდაპირველად,  კარგად გარეცხეთ და გაანთავისუფლეთ ისინი თესლისგან.

2. ქვაბში ჩაყარეთ შაქრი და დაასხით წყალი. დადგით მაღალ ცეცხლზე და აადუღეთ.

3.ადუღებულ შაქრის სიროფს დაუმატეთ ქლიავი და ცეცხლის ალს მოუმატეთ. დროთა განმავლობაში ქლიავი დარბილდება და  გაუშვებს წვენს. აადუღეთ 30 წუთის განმავლობაში. მომზადების შემდეგ კი ქლიავი დაჭყლიტეთ.

4.დარჩენილი სიროფი დატოვეთ ცეცხლზე, რათა მოიხარშოს და უფრო შესქელდეს. აუცილებლად მოურიეთ. კარგად წამოდუღების შემდეგ, ცეცხლიდან აიღეთ და დააცადეთ გაციება.

5.დარჩენილ სიროფში ისევ ჩაყარეთ ქლიავი და ყველაფერი ერთად წამოადუღეთ. შემდეგ კი ქლიავი საჭყლეტში დაჭყლიტეთ. ასე გააკეთეთ რამოდენიმეჯერ, რადგან ქლიავი უნდა დარბილდეს და ბრწყინვა დაიწყოს. ბოლო წამოდუღებისას სიროფს დაუმატეთ ლიმონის მჟავა.

ქლიავის ცუკატი გემოთი იქნება როგორც ტკბილ-მჟავე მარმელადი. ის გაჟღენთილი იქნება შაქრით, ლიმონმჟავითა და ბუნებრივი კონსერვანტებით ამიტომაც გაცილებით დიდხანს შეინახება.

ქლიავთან შეხებისას გაუფრთხილდით თქვენს კანს, რადგან მუქი შეფერილობის ხილი ყოველთვის აშავებს ხელებს. მათ გასათეთრებლად და დასარბილებლად გამოიყენე შემდეგი მეთოდი. 1 ლიტრ თბილ წყალში ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი ლიმონის მჟავა. მოათავსეთ ხელები სითხეში 5-10 წუთის განმავლობაში. თქვენი ხელის კანი აუცილებლად დაიბრუნებს თავდაპირველ ფერს.