როგორ მოვამზადოთ ყველიანი ბლინები სწრაფად და მარტივად, ზუსტად 10 წუთში

2659

მათ, ვინც არ იცის, შვილებს სკოლაში სადილისთვის რა გაატანოს, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ყველიანი ბლინების უმარტივეს რეცეპტს, რომელთა მოსამზადებლად მხოლოდ 10 წუთი დაგჭირდებათ.

ყველიანი ბლინები

ინგრედიენტები

  • 100 მლ კეფირი
  • 1 ც კვერცხი
  • 1/4 ჩ.კ. სოდა
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 50 გრ ფქვილი (უმჯობესია ბრინჯის)
  • 80 გრ მაგარი ყველი

მომზადების წესი

1. მოამზადეთ ყველა ინგრედიენტი, ეს დროს უფრო დაგიზოგავთ.

2. თასში ჩაასხით კეფირი, დაუმატეთ სოდა და კარგად მოურიეთ. მიღებულ მასაში კვერცხი ჩაატეხეთ, მოაყარეთ მარილი და მოურიეთ.

3. თანდათან დაუმატეთ ფქვილი, რომ მიიღოთ თხევადი ბლინების ცომი. ბოლოს დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და ბოლოჯერ მოურიეთ.

4. საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ტაფა და დაასხით ცოტაოდენი ცომი ისე, რომ მიიღოთ მრგვალი, თხელი ფირფიტა.

5. შემდეგ ბლინის ზედაპირს თანაბრად მოაყარეთ გახეხილი ყველი.

6. ფრთხილად გადაკეცეთ ბლინი შუაზე და ორივე მხარეს შეწვით ორივე მხარეს.

ასეთი ყველიანი ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ როგორც თბილ, ისე ცივ მდგომარეობაში. ბლინები ძალიან რბილი, ჰაეროვანი და გემრიელი გამოდის.

ფქვილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი, ასევე შიგთავსს მწვანილი, ძეხვი ან ლორი დაუმატოთ.