როგორ მოვამზადოთ ფუნთუშები ქლიავით

1235

ყველას შეუძლია მოამზადოს ფუნთუშები, მაგრამ იმისათვის, რომ ისინი განსაკუთრებულად ჰაეროვანი და გემრიელი გამოვიდეს, დიდი ძალისხმევაა საჭირო.

როგორ მოვამზადოთ ფუნთუშები

ინგრედიენტები

  • 550 გრ ფქვილი
  • 2,5 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 100 გრ მარგარინი
  • 250 გრ შაქარი
  • 250 მლ რძე
  • 3 ც კვერცხი
  • 300 გრ ხაჭო
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • ვანილი გემოვნებით
  • 500 გრ ქლიავი

მომზადების წესი 

1. პირველ რიგში, მსუბუქად გააცხელეთ რძე. ჩაყარეთ მასში საფუარი, 1 ჩ.კ. შაქარი და 1 ს.კ. ფქვილი, მოურიეთ და გააჩერეთ თბილ ადგილას 15 წუთით.

2. ღრმა თასში ჩაყარეთ 500 გრ ფქვილი, შუა ნაწილი ჩააღრმავეთ, მოათავსეთ მასში 2 ც კვერცხი, დაუმატეთ 150 გრ შაქარი, გამდნარი მარგარინი და რძეში გახსნილი საფუარი.

3. მოზილეთ ცომი და შეინახეთ თბილ ღუმელში 1 საათით, რომ აფუვდეს. ცომი უნდა იყოს ელასტიური და რბილი და ხელზე ცოტათი უნდა ეკრობოდეს.

4. სანამ ცომი აფუვდება, დაიწყეთ შიგთავსის მომზადება. ფუნთუშასთვის შიგთავსის მომზადება ძალიან ადვილია: შეურიეთ ხაჭო კვერცხს და არაჟანს, დაუმატეთ ვანილი და 5 ს.კ. შაქარი.

5. წაისვით ხელზე მცენარეული ზეთი და ცომისგან გააკეთეთ დაახლოებით 95 გრამიანი ბურთულები. მოათავსეთ ისინი საცხობ ლანგარზე და ხელით ცოტატი გააბრტყელეთ, გააჩერეთ 15 წუთით.

6. შემდეგ თითოეულ ბურთულას შუა ნაწილში ჭიქის ფსკერით გაუკეთეთ ჩაღრმავება და ირგვლივ კვერცხის გული წაუსვით.

7. ხაჭოსა და არაჟნის ნაზავი მოათავსეთ ცომის შუაგულში, ზემოდან კი ქლიავის თხელი ნაჭრები დაალაგეთ.

8. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ ფუნთუშები 30-45 წუთის განმავლობაში.

მზა ფუნთუშა შეგიძლიათ შაქრის პუდრით გააფორმოთ და მისით გაუმასპინძლდეთ მეგობრებს.

გემრიელად მიირთვით!