როგორ მოვამზადოთ ფუმფულა ფუნთუშები შიგთავსით

1114

ჩვენმა რედაქციამ მოამზადა განსაკუთრებული რეცეპტი მათთვის, ვისაც ძალიან უყვარს ფუმფულა, არომატული და გემრიელი ფუნთუშები სხვადასხვა შიგთავსით.

ფუმფულა ფუნთუშები

ინგრედიენტები

  • 300 გრ ფქვილი
  • 3 გრ მშრალი საფუარი
  • 35 გრ შაქარი
  • 1 გრ მარილი
  • 160 მლ რძე
  • 1 ც კვერცხი
  • 20 მლ მცენარეული ზეთი
  • 200 გრ სეზამი

მომზადების წესი

1. მშრალ საფუარს დაასხით 15 მლ რძე და გააჩერეთ 15 წუთით.

2. გაცერით ფქვილი და შეურიეთ რძისა და საფუარის ნაზავს.

3. დაუმატეთ შაქარი, მარილი, კვერცხი და მოზილეთ ცომი.

4. შემდეგ დაუმატეთ მცენარეული ზეთი და კარგად წაუსვით მთელს ცომს.

5. შეფუთეთ ცომი საკვებ ქაღალდში ან ცელოფნის პაკეტში და დილამდე შეინახეთ მაცივარში.

6. დილით მოამზადეთ შიგთავსი. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი პროდუქტი: ჯემი, მურაბა, შოკოლადი, ხილი.

7. აფუებული ცომი გაყავით თანაბარ ნაწილებად და თითოეული დაამრგვალეთ.

8. ცომის თითოეული ბურთულა გაიყვანეთ და მათ ცენტრში შიგთავსი მოათავსეთ.

9. მზა ფუნთუშები ამოავლეთ სეზამის მარცვლებში, დაალაგეთ გამზადებულ საცხობ ლანგარზე და ზემოდან საკვები ქაღალდი გადააფარეთ. გააჩერეთ ასეთ მდგომარეობაში 40 წუთით.

10. შემდეგ გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსზე და გამოაცხვეთ მასში ფუნთუშები დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

სულ ესაა, ფუმფულა ფუნთუშები მზადაა, გემრიელად მიირთვით!