როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ღვეზელი კარტოფილით და ხახვით

1223
pastry stuffed in a wooden bowl on a table

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უგემრიელესი ღვეზელების რეცეპტს კარტოფილითა და ხახვით. ასეთი კერძი აგავსებთ ენერგიით, რომელიც მთელი დღე გეყოფათ. ყველა დიასახლისი კარტოფილის ღვეზელს თავისებურად ამზადებს. ბელორუსები მას განსაკუთრებული ტექნიკით ამზადებენ, ამიტომაც ეს მათი საამაყო კერძია.

თქვენ დაგჭირდებათ ღუმელი და ცომის თხლად გაბრტყელება. ამ ორის გათვალისწინებით თქვენი კიში შეუდარებელი გამოვა.

უგემრიელესი კარტოფილის ღვეზელი

ინგრედიენტები

  • 2,5 ჭიქა ფქვილი
  • 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი ძმარი
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 600გ კარტოფილი
  • ხახვი
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი
  • შავი წიწაკა

მომზადება

1.აიღეთ დიდი ჯამი, მასში მოათავსეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. აიღეთ პატარა ჯამი და ათქვიფეთ კვერცხი, ზეთი, ძმარი და წყალი. ეს ორი მასა ერთმანეთს ფრთხილად გადაურიეთ.

2.მოზილეთ ფაფუკი ცომი. თუ საჭიროა გამოიყენეთ მეტი ფქვილი. ცომი მოათავსეთ ჯამში და დააფარეთ პაკეტი. მაცივარში მოათავსეთ 1 საათი.

3.წვრილად დაჭერით ხახვი და შეწვით ტაფაზე, გაასუფთავეთ კარტოფილი, მოხარშეთ მარილიან წყალში.

4.დაჭყლიტეთ კარტოფილი, დაუმატეთ ხახვი, კარაქი, მარილი და წიწაკა.

5.ამასობაში ცომი გაყავით ორ ნაწილად. მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით, გააბრტყელეთ ცომი მაქსიმალურად თხლად. გამოგივათ დაახლოებით ფირფიტა 30 40 სანტიმეტრზე. ძირიდან გამოტოვეთ მანძილი და ცენტრისკენ მოათავსეთ კარტოფილის შიგთავსი.

6.შიგტავსიანი ცომი დაახვიეთ რულეტისებურად. დანის არამჭრელი მხრით რულეტი 5 ნაწილად დაყავით. ჭრის ადგილები ხელით მოაბრუნეთ და კარგად დააფიქსირეთ, რათა მიიღოთ სიმეტრიული კიში.

7.კიში დამსგავსეთ შუაში ჩაზნექილ ჭიქას. შემდეგ დაალაგეთ პერგამენტის ქარალდზე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ. კვერცხის გული ათქვიფეთ წყალტან ერთად და წაუსვით კიშს. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე.

მზა ღვეზელი ძალიან უხდება არაჟანს და ცხარე მდოგვს. ასევე თქვენ კარტოფილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ: ფარში, სოკო ხახვით, წიწიბურა კარტოფილთან ერთ და ასე შემდეგ!

გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს რეცეპტი 100 წლისაა. ის მთელს მსოფლიოში ცნობილი კერძია. გასინჯეთ და ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით!