როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი სვანური კუბდარი

2167

კარგი კუბდარის მომზადებას სათანადო ცოდნა სჭირდება. ეს არის კერძი, რომელსაც ქართულ ცომეულ კულინარიაში ნამდვილად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ინგრედიენტები: 

ცომი 

  • 400 მლ თბილი წყალი
  • 1 ჩ.კ. საფუარი
  • 1 – 2 ს.კ. ზეთი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 1 კგ ფქვილი

გულსართი 

  • 500 გ საქონლის ხორცი
  • 500 გ ღორის ხორცი
  • 3 თავი ხახვი
  • 2 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 1 ჩ.კ. ძირა
  • 1 ჩ.კ. გიცრული ან ბეგქონდარა
  • მარილი
  • პილპილი
  • წითელი წიწაკა
  • 3-4 ს.კ. ზეთი
  • 50 გ კარაქი – ზემოდან წასასმელად

მომზადების წესი:

  1. თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და მარილი, დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი, ვზილოთ ზეთიანი ხელებით. ცომი დავდგათ ასაფუებლად.
  2. ხორცი დანით წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ სანელებლები, წვრილად დაჭრილი ხახვი, ზეთი და ხელით ვზილოთ 20-25 წუთის განმავლობაში.
  3. ცომი დავყოთ 5-6 გუნდად, თითოეულში მოვათავსოთ ხორცის გულსართი, შევკრათ, გავაბრტყელოთ და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ. გამომცხვარს ზემოდან წავუსვათ კარაქი.