როგორ მოვამზადოთ ტორტი “ზეციური ვაშლები”

955

სულ მალე დადგება ვაშლის სეზონი. თქვენ უკვე გადაწყვითეთ რით გააოცებთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სადღესასაულო სუფრაზე? რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უარი თქვათ ექსპერიმენტებზე და მოამზადოთ კლასიკური შარლოტა. მაგრამ ჩვენ მაინც გთავაზობთ მოსაწყენი რეცეპტების ფანტასტიკურად გემრიელ ალტერნატივას.

ტორტი “ზეციური ვაშლები” ნათელი და დაუვიწყარი დესერტია, რომელიც, ამავდროულად, სულაც არ არის რთული მოსამზადებელი. ჩვეულებრივი ინგრედიენტები, მიქსერი, ღუმელი… და, რა თქმა უნდა, ცოტაოდენი მოთმინება. სამაგიეროდ, შედეგად მიიღებთ უგემრიელეს დესერტს.

ინგრედიენტები

  • 320 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქარი
  • 300 გრ ხორბლის ფქვილი
  • 300 მლ შედედებული რძე
  • 4 ც ვაშლი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • 560 გრ არაჟანი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • მწიკვით მარილი
  • 1 ჩ.კ. ჟელატინი
  • 3 ს.კ. თაფლი
  • 200 გრ შავი შოკოლადი

მომზადების წესი

  1. ღრმა თასში შეურიეთ ერთმანეთს გამდნარი თბილი კარაქი, შაქრის პუდრა და მარილი. არაჟანს შეურიეთ გამაფხვიერებელი და ეს ნაზავი დაუმატეთ კარაქიან ნაზავს.
  2. აურიეთ ინგრედიენტები და დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. ხელით მოზილეთ ცომი და დაამრგვალეთ, შემდეგ გადააფარეთ ჭურჭელს საკვები ქაღალდი და მოათავსეთ ცომი მაცივარში 30-40 წუთით.
  3. გათალეთ ვაშლი, მოაშორეთ კურკები და მსხვილად დახეხეთ ხილი. დახეხილი ვაშლი მოათავსეთ მშრალ, გაცხელებულ ტაფაზე და დაუმატეთ 50 გრ კარაქი. მოთუშეთ ნაზავი რამდენიმე წუთით, შემდეგ დაუმატეთ თაფლი, მოგვიანებით კი-ლიმონის წვენი. მუდმივად მოურიეთ ნაზავს და ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში.
  4. გაყავით ცომი 2 ნაწილად და თითოეული მათგანი გაიყვანეთ თხელ, მრგვალ ფენად. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მასზე მოათავსეთ ცომი. გამოაცხვეთ ფენები 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთის განმავლობაში.
  5. სანამ ფენები გამოცხვება, მიქსერით ათქვიფეთ არაჟანი, მონაცვლეობით დაუმატეთ მას შედედებული რძე და ნახევარი ჭიქა თბილი ჟელატინი.
  6. მზა გამომცხვარი ცომი მოათავსეთ მრგვალ, ღრმა ჭურჭელში, გადაიტანეთ მასზე ჯერ ვაშლის, შემდეგ კი არაჟნის ნაზავი. კიდევ ერთხელ გაიმეორეთ იგივე პროცედურა.
  7. გაადნეთ შავი შოკოლადი და დაუმატეთ 70 გრ კარაქი. მოასხით ტორტს ცხელი შოკოლადი და შეინახეთ მაცივარში 20 წუთით. ტორტი გააფორმეთ პიტნითა და ვიშნით.

ტორტი “ზეციური ვაშლები” ნამდვილი მონაპოვარია მათთვის, ვისაც უყვარს სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი დესერტები. დაუმატეთ ცოტაოდენი დარიჩინი და კარდამონი ხილის შიგთავსს და მაშინვე იგრძნობთ შემოდგომის განწყობის მსუბუქ შეხებას.