როგორ მოვამზადოთ ნამცხვარი იოგურტზე

906

მუსის ნამცხვარზე უარს ვერასდროს ვიტყვი, ნაზი, არომატული და უმაგრესად გემრიელი დესერტი უზომოდ მიყვარს. იოგურტის დამსახურებით ეს ტკბილეული გამოდის ნაზი და სასიამოვნოდ დაყვება ნაღების გემო .

ინგრედიენტები

  • იოგურტი 400მლ
  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 100გ
  • სიმინდის სახამებელი 50გ
  • ამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ლიმონის ქერქი და შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება

1.განაცალკევეთ ცილა გულისგან და დაუმატეთ შაქარი ბოლოს ხსენებულს. დაუმატეთ იოგურტი, სახამებელი, გამაფხვიერებელი და ლიმონის ქერქი.

2.ათქვიფეთ ცილა და ნელა გადაურიეთ გულის მასას.

3.ცომი მოათავსეთ ფორმაში და გამოაცხეთ 170 გრადუსზე 45-50 წუთი.

4.გამომცხვარი ნამცხვარი გააგრილეთ, მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!